www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
17:10 01.04.2016
თამარ კორძაია ეკა ბესელიას – ნოდარ ებანოიძის კითხვაზე თქვენი პასუხი მიუღებელი და უადგილო იყო
"რესპუბლიკელმა" დეპუტატმა თამარ კორძიამ თანაფრაქციელის ნოდარ ებანოიძის მისამართით დეპუტატ ეკა ბესელიას შეფასებას მიუღებელი, უადგილო და ორაზროვანი უწოდა. 

შესაბამისი განცხადება კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. მან პარლამენტს იმ მუხლის მიღების გადადება შესთავაზა, რაზეც ებანოიძემ სესიაზე შენიშვნები გამოთქვა და რასაც მასსა და ეკა ბესელიას შორის შელაპარაკება მოჰყვა. 

"ნოდარ ებანოიძის კითხვასთან დაკავშირებით თქვენი პასუხი, რომ ეს იყო პოლიტიკურ ქვეტესტებთან დაკავშირებული, ნამდვილად მიუღებელი, უადგილო და ორაზროვანი იყო, რადგან არც ბატონ ნოდარს და არც ერთ "რესპუბლიკელს" არა გვაქვს იმის პრობლემა, რომ პოზიციები ღიად გამოვხატოთ და ეს იცის ყველამ. ამიტომ გთხოვთ, რომ მომავალში ეს გაითვალისწინოთ", - მიმართა ბესელიას თამარ კორძაიამ.

ეკა ბესელიასა და ნოდარ ებანოიძეს შორის შელაპარაკება საბავშვო ბაღების რეფორმასთან დაკავშირებით წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტთან, კერძოდ კი, პროექტის იმ ნაწილთან დაკავშირებით მოხდა, რომელიც ბავშვთა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფის შემადგენლობის ფორმირებას ითვალისწინებს. 

თამარ კორძაიამ პროექტის შესაბამისი მუხლის კენჭისყრაზე გატანის გადადება და იმ საგანმანათლებლო სუბიექტებთან კონსულტაციების გამართვა ითხოვა, ვინც პარლამენტში ინიცირებულ საკითხს პრობლემატურად მიიჩნევს. მან აღნიშნა ისიც, რომ ზოგადად, ინიცირებული პროექტი წინგადადგმული ნაბიჯია.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივნისი 2020
ივნისი 2020
ივნისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.9841
EUR3.3422
GBP3.7394
RUB4.313
თბილისი 14°-26°
ქუთაისი 14°-26°
ბათუმი 17°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia