www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:01 04.04.2016
ივანიშვილი, პუტინი, პოროშენკო - სკანდალური დოკუმენტები, სადაც მსოფლიო ლიდერების მიერ ფულის გათეთრებაზეა საუბარი

საგამოძიებო ჟურნალისტიკის კონსორციუმი სკანდალურ დოკუმენტს აქვეყნებს, რომლებშიც მსოფლიო ლიდერების მიერ ფულის გათეთრების ფაქტებზეა საუბარი. 

ჟურნალისტებს ხელში პანამაში რეგისტრირებული იურიდიული კომპანიის მოსაკ ფონსეკას საიდუმლო დოკუმენტები, შეთანხმებების ასლები ჩაუვარდათ. დაახლოებით 11 მილიონი დოკუმენტიდან  იკვეთება, თუ როგორ იყენებდნენ მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ე.წ. საგადასახადო სამოთხეებს (ოფშორულ ზონებს) ფულის გასათეთრებლად და გადასახადებისგან თავის ასარიდებლად.

ერთერთ დოკუმენტში ნახსენებია საქართველო, კერძოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. ბრიტანული ვირჯინიის კუნძულების საფინანსო გამოძიების სააგენტოსა და მოსაკ ფონსეკას შორის არსებული მიმოწერიდან ირკვევა, რომ ვირჯინიის კუნძულებზე 2011 წელს დაარსებული კომპანია Lynden Management-ის მფლობელი ივანიშვილია. ინფორმაცია ფინანსური გამოიძიების სააგენტოს ფულის გათეთრების საქმეებზე მომუშავე აგენტს მოსაკ ფონსეკამ მიაწოდა

გავრცელებული ცნობით, მოსაკ ფონსეკას მომსახურებით აქტიურად სარგებლობდნენ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირები, რომლებმაც 2 მილიარდი ამერიკული დოლარი გაათეთრეს. ინფორმაციის გაჟონვამდე ერთი კვირით ადრე კრემლმა გაავრცელა ცნობა, რომ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ მასშტაბური ინფორმაციული თავდასხმა მზადდებოდა.

დოკუმენტები შეიცავს უკრაინის პრეზიდენტის, ისლანდიისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრების, აზერბაიჯანის პრეზიდენტის შვილების, საუდის არაბეთის მეფისა და ფიფას მაღალჩინოსნების მიერ კონტროლირებული კომპანიების შესახებ. დოკუმენტებში ჩანს ფეხბურთელ ლიონელ მესისა და მისი მამის სახელები. ესპანეთში მესის მიერ გადასახადებისთვის თავის არიდებასთან არსებული ეჭვების გამო გამოძიება უკვე მიმდინარეობს.

მოსაკ ფონსეკა პანამური იურიდიული ფირმაა. ის ოფშორულ ზონებში, როგორიცაა შვეიცარია, კვიპროსი და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, კომპანიებს არეგისტრირებს

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აპრილი 2020
აპრილი 2020
აპრილი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ვალუტა ამინდი
USD3.1576
EUR3.4134
GBP3.8782
RUB4.1072
თბილისი 5°-16°
ქუთაისი 8°-16°
ბათუმი 9°-13°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia