www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:29 04.04.2016
„ეროვნულმა ფორუმმა" უმრავლესობა დატოვა, „რესპუბლიკელების" გასვლის შემთხვევაში უმრავლესობა დაიშლება
ფრაქცია ”ეროვნული ფორუმი” საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ განაცხადა.  მისივე თქმით, ეროვნულმა ფორუმმა ყველა ვალდებულება შეასრულა.

საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან ფრაქცია ”ეროვნული ფორუმის” გასვლით უმრავლესობა არ იშლება, თუმცა მმართველ გუნდს პარლამენტში მეტი ძალისხმევა დასჭირდება კვორუმის შესაკრებად, კანონებისა და გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველსაყოფად.

საპარლამენტო უმრავლესობა აქამდე სულ 7 ფრაქციის და ჯამში 88 წევრისგან შედგებოდა, მათ შორისაა როგორც კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების ფრაქციები, ასევე ”ნაციონალური მოძრაობიდან” გასული მაჟორიტარების ორი ფრაქცია. 

”ეროვნული ფორუმის” გადაწყვეტილების შედეგად, უმრავლესობის ფრაქციები 6-მდე, ხოლო წევრთა რაოდენობა 82-მდე მცირდება.  ამასთან, იმ შემთხვევაში თუკი უმრავლესობიდან ”რესპუბლიკელებიც” გავა, რომელსაც პარლამენტში 10-კაციანი ფრაქცია ჰყავს, დაიშლება როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობა და მოხდება ცვლილებები მთელს საპარლამენტო სტრუქტურაში

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9723
EUR3.2779
GBP3.8265
RUB4.6531
თბილისი 1°-11°
ქუთაისი 4°-19°
ბათუმი 11°-20°
მთავარი