www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:00 06.04.2016
აბაშიძე დარწმუნებულია, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს არ დასრულდება
როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას არ ჰგონია, რომ ”რესპუბლიკელებს” შეუძლიათ რაიმე ზიანის მიყენება „თავისუფალი დემოკრატებისთვის“. ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ უკვე კარგად გაარკვია თუ ვის უნდა მისცეს ხმა და ვის უნდა დაუჭიროს მხარი. აქედან გამომდინარე, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ”რესპუბლიკური პარტია” თუ ვინმეს არჩევნებზე ხმას წაართმევს, ეს „ქართული ოცნება“ იქნება. აბაშიძე მიიჩნევს, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ გაცილებით მეტი საერთო აქვთ, ვიდრე „რესპუბლიკურ პარტიას“ და „თავისუფალ დემოკრატებს“, ან „ნაციონალურ მოძრაობას“ და „თავისუფალ დემოკრატებს“. 

ზურაბ აბაშიძე არჩევნების დანიშვნის თარიღსაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ არჩევნები ოცი დღით ადრე იქნებოდა თუ ოცი დღით გვიან, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ვინც არჩევნებისთვის მომზადებულია, მისთვის თარიღი არაფერს წყვეტს. 

„ვინაიდან ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ეს ჩვენთვის მისაღებია. უბრალოდ, არ ვიცი კარგად აქვს თუ არა გაცნობიერებული მთავრობას ის პროცედურები, რომელიც გასავლელია, რადგან არის მთელი რიგი საკითხები, წესები, მაგალითად, ადმინისტრაციული რესურსის შეზღუდვა, კანდიდატების და სიების რეგისტრაცია და ა.შ. ვფიქრობ, ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსი ბოროტად არ იქნება გამოყენებული“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

იგი დარწმუნებულია , რომ არჩევნები 8 ოქტომბერს არ დასრულდება საქართველოში, ვინაიდან, ძალიან ბევრ ადგილას არჩევნების მეორე ტური დაინიშნება, სწორედ აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, მომავალი პარლამენტი ნოემბრამდე ვერ შეიკრიბა. 

კითხვაზე, როდის იქნება „თავისუფალი დემოკრატების“ დაზუსტებული სია საზოგადოებისთვის ცნობილი, ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ პარტიის ძველ და ახალ წევრებს უკვე საზოგადოება კარგად იცნობს, ხოლო რაც შეეხება სიას, ის პროცედურით გათვალისწინებულ ვადებში გახდება ცნობილი. ზურაბ აბაშიძის თქმით, ბლოკის ან კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით „თავისუფალმა დემოკრატებმა“, გუნდმა გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ უკვე მიიღო და არანაირი ბლოკი ან კოალიცია არ შეიქმნება. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივნისი 2019
ივნისი 2019
ივნისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ვალუტა ამინდი
USD2.7871
EUR3.1229
GBP3.5084
RUB4.3536
თბილისი 19°-32°
ქუთაისი 19°-34°
ბათუმი 21°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia