www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:22 07.04.2016
"მოვითხოვ თათია სამხარაძემ, ნანუკა ჟორჟოლიანმა ასევე ნებისმიერმა პირმა, რომელსაც თითქოს აქვს აღნიშნული ჩანაწერი საჯაროდ განაცხადოს ამის თაობაზე."

ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი იმედიდან წამოსვლის შესახებ კიდევ ერთ მიმართვას ავრცელებს:

„მეგობრებო!

როგორც იცით „იმედმა“ 5 აპრილს მოულოდნელად და პირობების დარღვევით შეწყვიტა ხელშეკრულება იმ ფირმასთან, რომელიც ამზადებდა „ილო ბეროშვილი შოუს“, სკეტჩ შოუს „ერთხელ საქართველოში“, ეთერში ჯერ არგასულ სერიალს „ორი დაქალი“, უზრუნველყოფდა ჩემს მონაწილეობას გადაცემა „პოლიტიკაში“.

დღემდე, მიუხედავად ჩემი არაერთი მოთხოვნისა, „იმედს“ არც ჩემთვის, არც ფირმისთვის და არც საზოგადოებისათვის არ განუმარტებია ამ ქმედების მიზეზი.

ამასთან, ვრცელდება ხმები თითქოს ეს ყოველივე დაკავშირებულია ჰიპოთეტიურად არსებულ სექსუალური შინაარსის ფარულ ჩანაწერთან, რომელიც თითქოს აქვს კომპანიის ყოფილ თანამშრომელს თათია სამხარაძეს (ფსევდონიმი - ტასო ბარნოვა) და რომელიც შეიცავს სს დანაშაულის ნიშნებს ან/და არის ჩემი რეპუტაციის შემლახავი.

აგერთვე ჟურნალისტურ წრეებში ვრცელდება ხმები, რომ თითქოს ამ ჩანაწერს გაეცნო რუსთავი 2 ის ზოგიერთი თანამშრომელი, მაგალითად ნანუკა ჟორჟოლიანი.

მოვითხოვ თათია სამხარაძემ, ნანუკა ჟორჟოლიანმა ასევე ნებისმიერმა პირმა, რომელსაც თითქოს აქვს აღნიშნული ჩანაწერი ან იცის მისი შინაარსის შესახებ საჯაროდ განაცხადოს ამის თაობაზე. მე ორი დღის წინ უკვე შევიტანე განცხადება პროკურატურაში.

მოვითხოვ "იმედის" ხელმძღვანელობისაგან: ტელევიზიის დირექტორმა უთხრას თქვენს მონა-მორჩილს, სამსახურის გარეშე დარჩენილ ჩემს 50 თანამშრომელს და რა თქმა უნდა საზოგადოებას - გაეცნო თუ არა „იმედის“ ხელმძღვანელი ამ რაღაც ჩანაწერს და არის თუ არა ეს კონტრაქტების ნაჩქარევი და იურიდიულად გაუმართვი შეწყვეტის მიზეზი.

ასევე მივმართავ ყველას ვისაც ეს ეხება. თუ გაეცანით ჩანაწერს ან მოიპოვეთ იგი და თუ ჩანაწერში იკვეთება რაიმე სახის დანაშაული მაშინ თქვენი ვალია აცნობოთ ამის შესახებ პროკურატურას. თუ ვინმე საკუთარ თავს რაიმე სახის ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევს განაცხადოს ამის თაობაზე საჯაროდ ან მიმართოს კომპეტენტურ ორგანოებს.

ყურადღება! თუ ეს რაღაც ჩანაწერი შეიცავს ჩემს მაკომოპრემენტირებელ ცნობებს მაშინ ყველას ვალია არ დაუშვათ ჩანაწერის უკანონო გასაჯაროება რაც შესაბამის სამართლებრივ შედეგებს გამოიღებს.

მე დასამალი აღარაფერი მაქვს!“- წერს შალვა რამიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.8647
EUR3.2024
GBP3.8341
RUB4.6032
თბილისი 2°-13°
ქუთაისი 6°-12°
ბათუმი 7°-13°
მთავარი