www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:22 12.04.2016
ყვარელში ერთი წლის ბავშვის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს.
ინტერპრესნიუსი
ყვარელში ერთი წლის ბავშვის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს. მამის, გია ნაცვლიშვილის თქმით, ბავშვი 29 მარტს ცუდად გახდა და ყვარლის რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც 3 აპრილამდე ჰყავდათ, 3 აპრილს კი ის საავადმყოფოდან გაწერეს დასკვნით, რომ მკურნალობა აღარ სჭირდებოდა. 

ოჯახის ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალი საავადმყოფოში ყოფნის დროსაც არ აქცევდა ბავშვს სათანადო ყურადღებას. 

გია ნაცვლიშვილის თქმით, ბავშვის მდგომარეობა სახლში დამძიმდა. ის ხელახლა საავადმყოფოში 9 აპრილს გადაიყვანეს, შემდეგ კი, მათივე დაჟინებული მოთხოვნით, მისი ტრანსპორტირება თბილისში მოხდა, სადაც ბავშვი დაიღუპა. 

მამის თქმით, მის შვილს დიაგნოზი ვერ დაუსვეს, დიმედროლს უკეთებდნენ, რაც სავარაუდოდ საჭირო არ იყო. 

იგი ექიმებს ბავშვის არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებს და უახლოეს მომავალში მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს, რათა მოხდეს აღნიშნული ფაქტის გამოძიება. 

საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს ”სამედიცინო კორპორაცია ევექსში”. 

”ფაქტი, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, თუმცა ყველა მსგავსი შემთხევავ უნდა შესწავლოს სამედიცინო რეგულირების სააგენტომ და დაადასტუროს ან უარყოს სამედიცინო პერსონალის დანაშაული. ჩვენ შეგვიძლია გავასაჯაროოთ გარდაცვლილი პაციენტის დიაგნოზი და მკურნალობის ისტორია, თუმცა ამისთვის საჭიროა ისევ და ისევ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრების თანხმობა“, - განაცხადა „ევექსის“ წარმომადგენელმა გიორგი ნიჟარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
იანვარი 2020
იანვარი 2020
იანვარი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.8781
EUR3.2002
GBP3.7556
RUB4.6888
თბილისი -2°-4°
ქუთაისი 1°-11°
ბათუმი 4°-9°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia