www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:06 13.04.2016
60-დან 16 პროცენტამდე შემცირდა იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც ქართული ოცნების შეხედულებებს იზიარებს

NDI-ს კვლევაში მოცემულია მონაცემები, თუ როგორ იცვლებოდა მოქალაქეთა დამოკიდებულება პარტიების მიმართ.

კონკრეტულად კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, საგრძნობლად შემცირდა ქართული ოცნების მონაცემები. თუკი 2012 წლის ნოემბერში გამოკითხულთა 60 პროცენტზე მეტი მოქალაქე ფიქრობდა, რომ ყველაზე ახლოს მათ შეხედულებებთან ქართული ოცნება დგას, 2016 წელს ამ ციფრმა 16 პროცენტს მიაღწია. ამ მონაცემის მკვეთრი დაცემა 2013 წლის შემდეგ დაიწყო.  

2012 წლის ნოემბრის შემდეგ უმნიშვნელოა ამავე მაჩვენებლის ცვლილება ნაციონალური მოძრაობისთვის. მოქალაქეთა 15 პროცენტი ფიქრობს, რომ მათი შეხედულებები ახლოს დგას ამ პარტიასთან. 

თავისუფალი დემოკრატების შემთხვევაში მონაცემები 2015 წლის აპრილიდანაა მოცემული. მათ შეხედულებებთან ახლოს მყოფად თავს მიიჩნევს მოქალაქეთა 9 პროცენტი. 

გაზრდილია იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომელიც არცერთ პარტიას არ მოიაზრებს მის შეხედულებებთან ახლოს მდგომად. 

NDI-ის კვლევა 2016 წლის 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა და მთელი საქართველოს მასშტაბით 3 ათას 900 მოქალაქე ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2019
ივლისი 2019
ივლისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.8687
EUR3.2178
GBP3.558
RUB4.567
თბილისი 19°-33°
ქუთაისი 20°-30°
ბათუმი 22°-25°
მთავარი