www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:56 15.04.2016
მინისტრებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევთ, თუკი ისინი კენჭს არჩევნებში იყრიან.
საპარლამენტო არჩევნების წინ თანამდებობის დატოვება მინისტრებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევთ, თუკი ისინი კენჭს არჩევნებში იყრიან. მათი მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა კი დეპუტატობის კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგ უნდა მოხდეს.

წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და აგიტაციაში მონაწილეობა არც ერთ პოლიტიკური თანამდებობს პირს - არც ერთ მინისტრს არ ეკრძალება.

”საარჩევნო კოდექსის” გათვალისწინებით, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა: - საარჩევნო კომისიის წევრისა; მოსამართლისა; პროკურატურის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა (ამასთან, აღნიშნული აკრძალვა შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებზე არ ვრცელდება, რადგან მინისტრები პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან და არა საჯარო მოხელეები); გენერალური აუდიტორისა; სახალხო დამცველისა; უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა; საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა; სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისა – სამუშაო საათების განმავლობაში ან როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს; კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა.

მინისტრების თანამდებობრივის შეუთავსებლობის საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ მას შემდეგ დადგება, რაც ისინი ცესკოში დეპუტატობის კანდიდატად დარეგისტრირდებიან. ეს არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე ხდება, როცა საარჩევნო ადმინისტრაციას პარტიული სია უნდა წარედგინოს. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებულ ახალ განკარგულებას მაისში გამოსცემს და წინასაარჩევნო კამპანიის მაისიდან დაწყებას მთავრობა და პრემიერ-მინისტრი დასთანხმდება, მთავრობის წევრებს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ და ეს მათ პოსტიდან გადადგომის ვალდებულების წინაშე არ დააყენებს. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.9466
EUR3.269
GBP3.8683
RUB4.6218
თბილისი -1°-10°
ქუთაისი 1°-12°
ბათუმი 6°-12°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia