www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:57 19.04.2016
"ეს ფულის გათეთრებაა ან პრემიერსაც და მინისტრებსაც აქვთ უფრო მეტი შემოსავალი, ვიდრე დეკლარაციაში მოჰყავთ."

ევრო საბჭოს პლენარულ სხდომაზე თავისუფალი დებატების ფორმატში ე.წ. პანამა ფეიფერის საქმეზე ისაუბრეს. „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, გიორგი კანდელაკმა აღნიშნული საქმის განხილვისას ყოფილი და მოქმედი პრემიერები ახსენა. 

მისი თქმით, მთავრობის წევრებს კრედიტები სწორედ ბიძინა ივანიშვილის ბანკიდან აქვთ აღებული, რაც კანდელაკის აზრით, შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან შესწავლას საჭიროებს.

„ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც, სხვათაშორის, პანამის დოკუმენტებში იმის გამო მოხვდა, რომ მალავდა ფრანგულ პასპორტს და საფრანგეთის მოქალაქეობას მაღალი გადასახადებისთვის თავის არიდების მიზნით, რჩება მოქმედი მთავრობის გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ ფიგურად. საქართველოს მოქმედი პრემიერმინისტრი, რომელიც ამ დარბაზში ამ კვირაში სიტყვით გამოვა, ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირია. მთავრობის სხვა წევრებიც მისი ყოფილი თანაშემწეები, ექიმები ან მისი კომპანიების ყოფილი თანამშრომლები არიან. მათ აქვთ უპროცენტო სესხები გამოტანილი ივანიშვილის კერძო ბანკიდან და ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ სესხს ფარავენ თანხით, რომელიც მათ დეკლარაციებში მოყვანილ შემოსავლებს აღემატება. ეს ფულის გათეთრებაა ან პრემიერსაც და მინისტრებსაც აქვთ უფრო მეტი შემოსავალი, ვიდრე დეკლარაციაში მოჰყავთ. ეს თუ ასეა, აშკარად უკანონობასთან გვაქვს საქმე,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ამ განცხადებებს მოგვიანებით უპასუხა პარლამენტის ვიცე სპიკერმა. მანანა კობახიძემ თავის მხრივ კანდელაკს დავით კეზერაშვილი გაახსენა, რომელიც ასევე მოხსენიებულია ე.წ. პანამა ფეიფერის საქმეში.

„უხერხულია ასეთი ადამიანისგან დღევანდელ პრემიერმინისტრზე საუბარი, როდესაც ჰყავთ კეზერაშვილი, რომელიც პირდაპირ ბმაშია გაურკვეველი წარმომავლობის თანხებთან,“ - განაცხადა მანანა კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9759
EUR3.286
GBP3.7223
RUB4.6659
თბილისი 9°-21°
ქუთაისი 10°-17°
ბათუმი 12°-18°
მთავარი