განათლების მინისტრის არგუმენტები პარლამენტში არმისვლასთან დაკავშირებით, მიუღებელია საპარლამენტო ოპოზიციისთვის, მათ მიაჩნიათ, რომ მინისტრი თავს არიდებს კონკრეტულ შეკითხვებზე კონკრეტული პასუხების გაცემას,
"განათლების მინისტრი უნდა მოვიდეს პარლამენტში და გასცეს პასუხი მარტივ კითხვებს, რა ხდება უნივერსიტეტში და არის თუ არა მზად სამინისტრო იმისთვის, რომ გადადგას ნაბიჯები სტუდენტების მოთხოვნილებების შესაბამისად, რომ უნივერსიტეტის ავტონომია იყოს უფრო გაძლიერებული და თვითმმართველობის რეფორმა იყოს განხორციელებული. ამ მოთხოვნების საპასუხოდ განათლების სამინსიტროს ჯერჯერბით თავისი პოზიცია არ გამოუხატავს და ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ გადაწყდეს უახლოეს პერიოდში", - განაცხადა სერგო რატიანმა.
უნივერსიტეტებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განათლების მინისტრს პარლამენტში იბარებს. მიმდინარე პროცესებზე ოპოზიციაში თამარ სანიკიძის პირადი აზრი აინტერესებთ.
თამარ სანიკიძე პარლამენტში მისვლას არ აპირებს, ვინაიდან მას მიაჩნია, რომ ოპოზიცია ცდილობს ამ საკითხის მიზანმიმართულად პოლიტიზირებას. მთავარი არგუმენტი განათლების მინისტრის მხრიდან, თუ რატომ არ მივა ის პარლამენტში არის ის, რომ უნივერსიტეტსაც და ტექნიკურ უნივერსიტეტსაც საკუთარი ავტონომია გააჩნია.
"მიმდინარე პროცესებში მინიმალიზირებული უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური ჩართულობა და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობა, რადგანაც საქმე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვან ფაქიზ თემასთან, რომელსაც ჰქვია უნივერსიტეტის დამოუკიდებლობა და ავტონომია. ჩვენ ძალიან ვცდილობ, რომ ჩვენი ჩართულობა იყოს კონსტრუქციული და საჭიროებიდან გამომდინარე და პარლამენტში მიწვევა განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიის მხრიდან არის მცდელობა იმისა. რომ მოხდეს საკითხების კიდევ უფრო პოლიტიზირება", -განაცხადა თამარ სანიკიძემ.