www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:28 20.04.2016
"გიჟები არ გვინდა პოლიტიკაში, საკმარისზე მეტი გვყავს"
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის სურვილია, ბარიერი, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც პარტიები კვალიფიციურ სუბიექტებად ჩაითვლებიან, 3%-მდე დავიდეს. შესაბამისად, ზაქარია ქუცნაშვილი აღნიშნული ბარიერის 2%-მდე შემცირებას არ ემხრობა.

როგორც დეპუტატმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არ სურს, რომ ამან ”რეგიონული ტიპის პარტიებს” უბიძგოს, რადგან, მისივე განმარტებით, 40 000 ხმის შეგროვება ერთ რეგიონშიც არის შესაძლებელი. 

”მე უფრო სხვა - 1/3/4 მოდელის მომხრე ვარ. არც ერთ საარჩევნო სუბიექტს თავისი თავის შეთავაზების უფლება არ წარმოეშვება, თუ საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის ერთი პროცენტის ხელმოწერას არ მოაგროვებს. გვყავს სამი მილიონი ამომრჩეველი? – 30 000 ხელმოწერას ვერ მოაგროვებს, ის ვერ შესთავაზებს თავის თავს. გიჟები არ გვინდა პოლიტიკაში, გვყავს საკმარისზე მეტი. 

ამიტომ, ჩვენ უნდა გავცხრილოთ პოლიტიკა გიჟებისა და ავანტიურისტებისგან. საზოგადოებამ სამართლიანი კანონების ძალით უნდა გაცხრილოს. მოვიდა 2 მილიონი ამომრჩეველი, თუ ის 3%-ს 60 000 ხმას შეაგროვებს, ნიშნავს, რომ ვინც წარადგინა, 1%-ზე სამჯერ მეტი ამომრჩეველი უჭერს მხარს. აქედან გამომდინარე, წარმოეშვება კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსი და ბიუჯეტიდან დაფინანსების უფლება. თუ 4 %-ს მოაგროვებს, ეყოლება პარლამენტში წარმომადგენლობა. 2 მილიონი ამომრჩევლის გამოცხადების შემთხვევაში, 80 000 ადამიანი თუ დაუჭერს მხარს. მარტივად რომ ვთქვათ, პარტიას ერთი დინამოს სტადიონი მაინც უნდა გიჭერდეს მხარს, რომ პარტია გერქვას, ერთი ჩოგბურთის მოედანი კი არა. ერთი დინამოს სტადიონი მაინც უნდა გიჭერდეს მხარს, რომ გქონდეს ამბიცია პარლამენტში წარმომადგელობა გყავდეს. ამიტომ, მოდელი 1/3/4 ყველაზე უპრიანი მიმაჩნია”, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

უმრავლესობა თანახმაა, გაითვალისწინოს ოპოზიციის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, არჩევნებში 2%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, პარტია კვლიფიციურად ჩაითვლება. დეპუტატ გიგა ბუკიას თქმით, ეს ერთ-ერთია ოპოზიციის მხრიდან დასმულ მოთხოვნათა შორის, რომლის გათვალისწინებაზეც მმართველი გუნდი თანახმაა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9613
EUR3.2687
GBP3.7943
RUB4.6386
თბილისი 5°-18°
ქუთაისი 7°-25°
ბათუმი 13°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia