ვფიქრობ, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაკლებობა ჩვენი ყველაზე სუსტი წერტილი იყო ამ სამ-ნახევარი წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
არჩევნებზე პარტია ”ქართული ოცნების” შანსებზე საუბრისას სერგეენკო აღნიშნავს, რომ ”ქართულ ოცნებას” ყველაზე მაღალი შანსი აქვს, რომ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვოს.
”კომუნიკაციას ყოველთვის სჭირდება გაუმჯობესება. არასდროს არ უნდა ჩათვალო, რომ ამ მხრივ საუკეთესოდ არის საქმე. ვფიქრობ, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაკლებობა ჩვენი ყველაზე სუსტი წერტილი იყო ამ სამ-ნახევარი წლის განმავლობაში. შესაძლოა, არც მე მაქვს იდეალური კომუნიკაცია, ხშირად ვერ ვხვდები მოსახლეობას, მაგრამ მერწმუნეთ, თითოეული მინისტრისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ბედი და ეს ჩანს მთავრობის შეხვედრებზე, სადაც ყველა საკითხის განხილვას დიდი დრო ეთმობა”, - აცხადებს სერგეენკო.