www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:54 26.04.2016
ოპოზიცია ნარმანიას 3 საათიან ვადას აძლევს და ივანიშვილის ინტერესებით მოქმედებაში ადანაშაულებს
ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ბოტანიკურ ბაღს 4 ჰექტარი ტერიტორია წაართვა და თავის რეზიდენციას მიუერთა - ამ თემაზე განცხადებები დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ნიკა მელიამ და ირაკლი აბესაძემ სოლოლაკში, ივანიშვილის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

”დღეს გვაქვს დადასტურებულად მონაცემები, რომლის საფუძველზეც ბატონმა ივანიშვილმა მალულად, ქურდულად 4 ჰექტარი ტერიტორია წაართვა თბილისის ბოტანიკურ ბაღს და მიიერთა თავის რეზიდენციაზე, სადაც ის ცხოვრობს. ეს ყველაფერი გააკეთა იმ კომპანიის სახელზე, რომელზეც რეგისტრირებულია მისი ბიზნესცენტრი. ეს დადასტურებულია.

გარდა ამისა, თბილისის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰექტარ ტერიტორიასთან დაკავშირებით, რომელზეც უნდა გაშენებულიყო კრწანისი-შინდიდსის დამაკავშირებელი ახალი გზა, ამ სამუშაოების ფარგლებში 540 ხე გაიჩეხა, გადატანილი იქნა ცენტრალური მაგისტრალური გაზსადენის მილი, რაზეც მერიამ 700 000 ლარი დახარჯა და უახლოეს პერიოდში სერიოზული სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, დღეს გავიგეთ, რომ აქ გზა აღარ გავა. ამ ტერიტორიას ”თათი დაადო” ბიძინა ივანიშვილმა, მერიამ აუქციონი გამოაცხადა, რომელიც 3 მაისს სრულდება და ამ ტერიტორიის შემძენი ვინ თუ არა ბიძინა ივანიშვილი გახდება...

რაც შეეხება ბატონ ივანიშვილს, მინდა მან კარგად გაიგოს, უნდა იცოდეს, რომ ეს თბილისისთვის ბოლო ზღვარია. ეს არის ის წითელი ხაზი, სადაც მთელი თბილისი გაერთიანება. მე ამაში დარწმუნებული ვარ, როგორც არასდროს. მან, როგორც ნარმანიამ, არ იცის, რას ნიშნავს თბილისი და თბილისელები. თუ მას ჰგონია, რომ ის ერთი ხე, რომელიც ამოგლიჯა და დამცინავად სახლში წაიღო, შერჩა, ძალიან ცდება" განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიამ დავით ნარმანიას სამი საათი მისცა იმისათვის, რომ დედაქალაქის მერი გამოვიდეს და საჯარო პირობა მისცეს საზოგადოებას, რომ უახლოეს დღეებში ამ უკანონო გადაწყვეტილებებს გააუქმებს, ბოტანიკურ ბაღს დაუბრუნებს თავის კუთვნილ ტერიტორიას და 29 ჰექტარს აუქციონზე აღარ გაიტანს. მელია ამბობს, რომ სამოქმედო გეგმა სწორედ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ნარმანიას პოზიცია და ივანიშვილის დამოკიდებულება იქნება ცნობილი. 

როგორც მელიამ აღნიშნა, თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი ბიძინა ივანიშვილმა უკანონოდ გაათავისუფლა და მის ნაცვლად, ბათუმიდან ჩამოიყვანა ბოტანიკური ბაღის დირექტორი, რომელმაც მწვანე კონცხზე ივანიშვილს ტერიტორია ისე მიჰყიდა, რომ ხმა არ ამოიღო. ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის თქმით, საქმეში არსებობს მისი წერილობითი თანხმობა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9759
EUR3.286
GBP3.7223
RUB4.6659
თბილისი 9°-21°
ქუთაისი 9°-17°
ბათუმი 12°-18°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia