www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:01 26.04.2016
ბაღდათის გამგებელი ბრალს არ აღიარებს
სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული ბაღდათის გამგებელი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. 

როგორც ”ინტერპრესნიუსს” დაკავებულის ადვოკატმა, კახა წერეთელმა განუცხადა, ბრალდებული სამართალდამცველებს ამჟამად ე.წ. მოდულის შენობაში ჰყვათ გადაყვანილი. მას ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ.

ადვოკატის თქმით, რადგან ირაკლი გეგეშიძე ამჟამად დუმილის უფლებას იყენებს, ის გამოძიებას ჯერ არ დაუკითხავს. კახა წერეთლის განცხადებით, ირაკლი გეგეშიძისთვის ცნობილია ჩატარებული ტენდერის შესახებ, რომელშიც ის, როგორც გამგებელი მონაწილეობდა, თუმცა ბრალდებას, რომ სახელმწიფოს კუთვნილი თანხები გაფლანგა, არ აღიარებს. 

„ამ ეტაპზე ბრალი ჯერ არ წაყენებია და საქმის მასალები არ გადმოგვცემია. ვიცი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია - ის თავს დამნაშავედ არ სცნობს. თუ საჭირო იქნება, ჩვენ მივმართავთ ექსპერტიზას, ყველა კანონიერ საშუალებას, რათა დავამტკიცოთ, რომ ყველა თანხა მიზნობრივად იყო გახარჯული“, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” წერეთელმა. 

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ბაღდათის გამგებელი, ირაკლი გეგეშიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე დააკავეს. გამოძიება მას 227 654,80 ლარის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება. საქმე 2015 წლის 26 თებერვალს გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს ეხება, რომელიც სსიპ ,,თვითმმართველი ერთეული ბაღდათის მუნიციპალიტეტმა" ბაღდათი - ზეგანი - საკრაულას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის მიზნით გამოაცხადა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.2778
GBP3.7328
RUB4.6307
თბილისი 9°-23°
ქუთაისი 12°-29°
ბათუმი 16°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia