www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:41 27.04.2016
კონგრესმენი ენგელი: ნატომ შეცდომა დაუშვა, როცა 2008 წელს საქართველო და უკრაინა არ მიიღო

საქართველო-აშშ-ს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის და კონგრესმენების- ედ როისისა და ელიოტ ენგელის შეხვედრის მთავარი თემები. შეხვედრაზე, რომელიც ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც მთავარი სტრატეგიულ პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობას. გამოითქვა თანამშრომლობის გაღრმავების იმედი.

მხარეებმა სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების პოტენციალზე ისაუბრეს.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, გლობალური უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

ამერიკულმა მხარემ შეხვედრისას კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

“ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მე ვიყავი საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრების მხარდამჭერი. ვთვლი, შეცდომა იყო ნატოს მხრიდან, რომ მაშინ ეს ქვეყნები ალიანსმა არ მიიღო თავის რიგებში. დღესაც ვთვლი, რომ ისინი უნდა გაწევრდნენ ნატოში და გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. საბოლოოდ, საქართველო მაინც გახდება ნატოს წევრი,”- განაცხადა აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თანათავმჯდომარემ ელიოტ ენგელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აპრილი 2020
აპრილი 2020
აპრილი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ვალუტა ამინდი
USD3.2413
EUR3.546
GBP4.0127
RUB4.1164
თბილისი 3°-12°
ქუთაისი 6°-13°
ბათუმი 8°-12°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia