www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:20 28.04.2016
18 წლის შემდეგ- პრემიერმა ილინოისის უნივერსიტეტში სტუდენტობა გაიხსენა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ილინოისის უნივერსიტეტს ეწვია, სადაც მან ფინანსების სფეროში მაგისტრის ხარისხი 1998 წელს მიიღო. 18 წლის შემდეგ, პირველი ვიზიტისას უნივერსიტეტში, გიორგი კვირიკაშვილი პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა. სიტყვით გამოსვლისას კი მან სწავლის პერიოდი გაიხსენა:

”აქ ჩამოსვლის საკითხი საკმაოდ რთული გადასაწყვეტი აღმოჩნდა ჩემთვის. 1997 წელს მე ვმუშაობდი ერთ-ერთ ბანკში, უკვე მყავდა სამი შვილი და ერთი წლით ოჯახის დატოვება მიწევდა. ამერიკაში ჩამოსული დასაწყისში ვერ ვაცნობიერებდი, რომ ამ ქვეყანას არა მხოლოდ ვსტუმრობდი, არამედ საზოგადოების ახალი წევრიც ვხდებოდი და მნიშვნელოვან ახალ კონტაქტებს ვამყარებდი. ეს გამოცდილება განსაკუთრებული აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. აქ ყოფნის დროს გავხდი ამერიკული ფეხბურთის დიდი მოყვარული. მოხიბლული ვიყავი ჯაზ-ფესტივალებით, რომლებიც პარკში იმართებოდა. რასაკვირველია, ძალიან კარგად მახსოვს ურბანა-შამპეინის მკვიდრთა მეგობრული განწყობა”,- აღნიშნა პრემიერმა და განაცხადა, რომ უცხოეთში განათლებამიღებული ქართველები არიან იმ ქვეყნების კულტურის ელჩები, საიდანაც ისინი ბრუნდებიან.

პრემიერმა გაიხსენა 1990-იანი წლები, როდესაც ამერიკის წამყვან ინსტიტუტებში სწავლა თითქმის შეუძლებელი იყო.

“მე მომეცა დიდი შესაძლებლობა, გამეგრძელებინა სწავლა სამაგისტრო კურსზე ილინოისის უნივერსიტეტში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული მასკის პროგრამის სტიპენდიანტის სტატუსით. ამ გამოცდილებამ სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მახსოვს, როდესაც თანაკურსელებს დავუახლოვდი, მომინდა, გამეცნო მათთვის ქართული კულტურა. გავიგე, რომ სუხიშვილების დასი ამერიკაში მართავდა ტურს და ჩემი 16 თანაკურსელი დავპატიჟე კონცერტზე. მინდოდა მეგობრებისთვის მეჩვენებინა ჩემი ქვეყნის კულტურა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ფინანსურად ძალიან რთული იყო ეს ჩემთვის. მეგობრების დაპატიჟება საშური საქმეა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ საკრედიტო ბარათზე დავალიანების დაფარვა შემდეგ დიდხანს მიწევდა”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრმა პროფესორ-მასწავლებსა და სტუდენტებს საქართველოს შესაძლებლობები და მთავრობის სამომავლო გეგმა - რეფორმების დღის წესრიგი გააცნო; ისაუბრა საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობაზე, განსაკუთრებით ახალი აბრეშუმის გზის კონტექსტში და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპისა და აზიის ერთ-ერთი მთავარი დამაკავშირებელი ქვეყანაა. 

ილინოისის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები იყო. 

“ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს ერთგული მეგობარი საქართველოს სახით, სტაბილური გეოპოლიტიკური მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი”, - აღნიშნა გამოსვლისას პრემიერმა. 

გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ში ვიზიტის ძირითად მიზნად საქართველო-ამერიკის თანამშრომლობის, მათ შორის, ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა დაასახელა.

“დასასრულს, მადლობას მოგახსენებთ საქართველოთი დაინტერესებისთვის. გამოვთქვამ იმედს, რომ ამ ღონისძიებიდან წასულები განსხვავებულად დააფასებთ აშშ-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს რეგიონსა და მთელს მსოფლიოში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მამოძრავებელ ძალას. ასევე გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველოში ჩამოხვალთ. ცხადია, ამ საკითხში მიკერძოებული ვარ, მაგრამ საქართველო მართლაც უმშვენიერესი ადგილია. ჩვენს პატარა ტერიტორიაზე თქვენ გელოდებათ საუცხოო სანაპიროები, თვალწარმტაცი მთები და უნიკალური ისტორიული ძეგლები. ჩვენი ხალხი ცნობილია სტუმართმოყვარეობით, ჩვენი კერძები და ღვინო კი უბრალოდ არაამქვეყნიურია,” - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა ილინოისის სტუდენტების დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა, რომლებიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს, საბჭოთა ქვეყნიდან თანამედროვე დასავლურ ქვეყნად ტრანსფორმირების პროცესს, საინვესტიციო პოტენციალს, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დარგის განვითარების პერსპექტივებს შეეხებოდა. 

ბოლო შეკითხვა გიორგი კვირიკაშვილს მისმა ყოფილმა პედაგოგმა, პროფესორმა მორგან ლინგმა დაუსვა: ”როდის მიიღებს ილინოისის უნივერსიტეტი თქვენი შვილებიდან ერთ-ერთის აპლიკაციას, სწავლის მოთხოვნით?” პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ილინოისის უნივერსიტეტში მისი უმცროსი შვილი ისწავლის

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.2778
GBP3.7328
RUB4.6307
თბილისი 9°-23°
ქუთაისი 12°-29°
ბათუმი 16°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia