www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:56 03.05.2016
გუგული მაღრაძე და ჯონდი ბაღათურია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე და ”ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. 

მაღრაძესა და ბაღათურიას შორის შეკამათება ერთ-ერთ პრესკლუბში მოხდა, სადაც ბაღათურიამ "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით იგივე პრესკლუბში პრესკონფერენცია ჰქონდა გუგული მაღრაძესაც.

”ქართული დასის” ლიდერის განცხადებით, პარლამენტმა გასულ კვირას კანონპროექტი დაჩქარებული წესით ორ კომიტეტში გაიტანა და მხარი დაუჭირა ისე, რომ დეპუტატები მის შინაარს არც კი იცნობდნენ. 

”თქვენ წარმოადგენთ იმ გუნდს, რომელიც კანონპროექტებს იღებს ყოველგვარი მოსმენის გარეშე. ბევრმა წერა-კითხვაც არ იცის...სამწუხაროდ, პარლამენტში 80 % ზის ისეთი დეპუტატების, რომელიც კანონს არ კითხულობს”, - მიმართა ბაღათურიანმ მაღრაძეს და უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მომზადებული კანონპროექტი ”მშობლის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს”.

”ქართული დასის” ლიდერის ამ განცხადებამ მმართველი გუნდის წარმომადგენლის გაღიზიანება გამოიწვია. გუგული მაღრაძემ ჯონდი ბაღათურია არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

”ეს კანონპროექტი არ ითვალისწიბნებს მშობლის უფლების ჩამორთმევას. თქვენ ყველაფერი გინდათ გადაიყვანოთ იმაში, რომ ჩვენ ვმუშაობთ ცუდად. ჩვენ არ ვმუშაობთ ცუდად. ჩვენ ვმუშაობთ ნორმალურად - ყველა ქვეყანაში არსებობს მშობლის უფლების დროებითი შეზღუდვა ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე”, - აღნიშნა მაღრაძემ.

დეპუტატსა და ”ქართული დასის” ლიდერს შორის შეკამათება რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2020
სექტემბერი 2020
სექტემბერი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
ვალუტა ამინდი
USD3.214
EUR3.8057
GBP4.1711
RUB4.2817
თბილისი 14°-21°
ქუთაისი 16°-30°
ბათუმი 20°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia