www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:21 03.05.2016
ქალი, რომელიც ახალგაზრდობიდან შავებს ატარებს!

ეფროსინე კობიაშვილი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარია.  მან თავის თავზე გამოსცადა ცხოვრების ყველა გასაჭირი.

ყაზბეგში დაიბადა, მრავალშვილიან ოჯახში. პატარაობიდან დაიწყო მუშაობა. პარსავდა ცხვარს, ძაფს ართავდა შემდეგ კი წინდებს დ ათბილ ტანსაცმელს ქსოვდა. 12 წლისამ საქორწილო კაბა შეუკერა და დაუქარგა ნათესავ გოგონას.

მშობლებს უნდოდათ, ეფროსინეს უმაღლესი განათლება მიეღო, ამიტომ სკოლის დასრულების  შემდეგ დედაქალაქში ჩამოვიდა სწავლის გასაგრძელებლად. მომავალი მეუღლეც თბილისში გაიცნო, ლამაზი ქართული ოჯახი შექმნეს. ორი ვაჟი შეეძინათ.

სამწუხაროდ, მათი ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. მეუღლე მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა და ეფროსინე ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მარტო დარჩა. ახალგაზრდა გოგონასთვის ეს ძალიან მძიმე დარტყმა აღმოჩნდა. მეორედ ოჯახის შექმნაზე არც კი უფიქრია. შემდეგი დარტყმა მშობლების გარდაცვალებით განიცადა, შემდეგ ქმრის მშობლებიც გარდაიცვალნენ, რომლებიც, მარტო დარჩენილ ქვრივრ ძალს თავს ევლებოდნენ და საკუთარი შვილივით უყვარდათ.

ეფროსინეს მას შემდეგ შავი კაბა არ გაუხდია.

იმ დროს იგი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ყველაზე საშინელი ტრაგედია წინ ელოდა. მისი უმცროსი ვაჟი, 24 წლის ასაკში უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა და საშინელი ტანჯვით დედის ხელში დალია სული...  რამოდენიმე წლის წინ, კი მის უფროს შვილს, სახლის წინ ავტობუსის გაჩერებაზე მანქანა დაეჯახა და ძლივს გადაურჩა სიკვდილს...

გაუთავებელმა სტრესებმა და ნერვიულობამ, ქალბატონ ეფროსინეს ჯანმრთელობაც შეარყია. გაურთულდა გულის დაავადებები, თვალთ დააკლდა და სახსრებიც ძალიან აწუხებს.

მის პატარა ოთახში ცივა და ნესტია. დენის გამათბობელს ვერ რთავს, შეშის ღუმელის დანთება კი მისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. მთელი პენსია წამლებში იხარჯება, რომლებიც მისთვის და ერთადერთი შვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია...

83 წლისაა, მაგრამ პროდუქტი და წამლები რომ შეიძინოს, ეფროსინე თოჯინებისთვის კაბებს კერავს, პატარებისთვის კი წინდებ სქსოვს...

„სოციალური პარტნიორობა“ აცხადებს საქველმოქმედო აქციას ქალბატონი ეფროსინეს დასახმარებლად. თუ გაქვთ საშუალება, ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მას თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000  (დანიშნულება: ეფროსინე კობიაშვილი) ან  პირდაპირ ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/126/

თქვენი ნებისმიერი სახის დახმარება ქალბატონ ეფროსინეს ცხოვრებას შეუმსუბუქებს!

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.9573
EUR3.2796
GBP3.8826
RUB4.6333
თბილისი -1°-6°
ქუთაისი 0°-11°
ბათუმი 4°-9°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia