www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:14 09.05.2016
რას აცხადებენ უმრავლეოსობაში ჯანელიძისა და ლავროვის შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით, სოზარ სუბარი ამბობს, რომ ნებსმიერი ტიპის შეხვედრა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა შედგეს. 

„ყოველთვის უნდა გამოვიდეთ საქართველოს ინტერესებიდან. თუ საქართველოს ინტერესებში ოდნავ მაინც იქნება, ბუნებრივია, ნებისმიერი ტიპის შეხვედრა უნდა შედგეს, ამისთვის მზადყოფნას არაერთხელ გამოთქმულა ჩვენი მხრიდანაც. თუმცა ჯერ-ჯერობით არ არის ის მომენტი, როდესაც რამე შედეგს ველოდებით. როდესაც კონკრეტული შედეგი იქნება მოსალოდნელი, ცხადია, ჩვენ ყველანაირი გზა უნდა გამოვიყენოთ”,- განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის. მისივე თქმით, ეს არის ზოგადი აზრი, რომ შეიძლება ასეთი შეხვედრა შედგეს.

„...ეს არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის. თავისთავად ცხადია, რომ ჩვენთვის N1 თემა არის რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. ეს თუ იქნება ამოსავალი წერტილი და მიმართული იქნება იმისკენ, როგორ უნდა მოხდეს დეოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენ მზად ვართ. სხვა შემთხვევაში, ასეთი ტიპის შეხვედრა ჩაითვლება როგორც შეხვედრა შეხვედრისთვის“, - განაცხადა სესიაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუს კოლეგასთან შეხვედრას არ გამორიცხავს. როგორც მიხეილ ჯანელიძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში, ლავროვთან შეხვედრა შესაძლებელია:

”შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში, შეხვედრა შესაძლებელია შედგეს. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში, ვცდილობთ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ საერთაშორისო დისკუსიებისა და აბაშიძე-კარასინის არაფორმალური დიალოგის ფორმატები, რათა მოხერხდეს რუსეთთან დაძაბულობის ხარისხის შემცირება, მთავრობამ გაატაროს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა, უზრუნველყოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სტაბილური გარემოს შექმნა, რათა გატარდეს ყველა ის რეფორმა, რომელიც უკავშირდება ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ეკონომიკურ განვითარებას. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში”, - აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2019
ივლისი 2019
ივლისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.8555
EUR3.221
GBP3.5862
RUB4.5596
თბილისი 17°-30°
ქუთაისი 18°-28°
ბათუმი 19°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia