www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:34 11.05.2016
პაატა იმნაძე მოსახლეობას სეზონურ დაავადებებთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ზაფხულის მოახლოებიდან გამომდინარე მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს. 

პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სეზონურ ინფექციებზე და ზაფხულთან დაკავშირებულ სხვა საფრთხეებზე ისაუბრა. 

მისი თქმით, დასრულდა ზამთრის სეზონის ვირუსები და დაიწყება ზაფხულის სეზონის დაავადებები. პაატა იმნაძემ ლეიშმანიოზსა და მალარიაზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა აღნიშნა, რომ საბედნიეროდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში მალარიის ადგილობრივი შემთხვევები არ ვლინდება. რაც შეეხება ლეიშმანიოზს, პაატა იმნაძის ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ლეიშმანიოზის რამდენიმე ათეული შემთხვევა ვლინდება. 

ლეიშმანიოზის გამომწვევი მწერი შებინდებისას დაფრინავს, შესაბამისად პაატა იმნაძე მშობლებს ურჩევს წლამდე ასაკის ბავშვები შებინდებისას სასეირნოდ არ გაიყვანონ. წლის ზემოთ ბავშვებს კი მწერების დამაფრთხობელი საშუალება წაუსვან და ღია დაუცველი კანით არ გაასეირნონ. ასევე ერთ-ერთი რეკომენდაცია ფანჯრებზე მწერებისგან დამცავი ბადეების გაკეთებაა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის ცნობით, ლეიშმანიოზზე ნაკბენის შემჩნევა შეუძლებელია. მისი თქმით, კბენის სეზონი ივნისის მეორე ნახევრიდან იწყება. გამოვლენა კი შემოდგომის ბოლოს ხდება. 

პაატა იმნაძე ასევე ძაღლების პატრონებს ურჩევს ვეტერინარებთან გამოიკვლიონ აქვთ თუ არა მათ ძაღლებს ლეიშმანიოზი. 

რაც შეეხება კოღოებს. პაატა იმნაძის ინფორმაციით, საქართველოს შავი ზღვისპირეთში ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ფართომასშტაბიან სადეზინსექციო სამუშაოებს გეგმავენ. 

პაატა იმნაძე არ ელოდება ზიკას, დენგეს და ჩიკუნგუნიას ინფექციების გავრცელებას. 

რაც შეეხება ზაფხულთან დაკავშირებულ კიდევ ერთ საფრთხეს, ბოტულიზმს, პაატა იმნაძე ბოტულიზმის საფრთხიდან გამომდინარე მოსახლეობას ურჩევს, ნუ დაამზადებენ ისეთი პროდუქტების კონსერვს, რისი თერმულად დამუშავებაც გახსნის შემდეგ აღარ შეიძლება. 

ბუნებაში ხშირად გასვლიდან გამომდინარე კი პაატა იმნაძე მოსახლეობას ახსენებს, რომ თუკი წყარო ვიზუალურად სუფთაა, ეს არ ნიშნავს, რომ წყარო არ შეიძლება ბაქტერიებით დაბინძურებული არ იყოს. მან მოსახლეობას ბუნებაში წყლის ბოთლის გამოყენებისკენ, ან გადადუღებული წყლის დალევისკენ მოუწოდა. 

კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელსაც დაავადებათა კონტროლის სამეცნიერო ხელმძღვანელი მოსახლეობას აძლევს, მალფუჭებად პროდუქტებს უკავშირდება. პაატა იმნაძე მოქალაქეებს ურჩევს, მალფუჭებადი პროდუქტები მაცივარში შეინახონ. სამზარეულოს დაფები უმი და თერმულად დამუშავებული პროდუქტებისთვის ცალცალკე იქონიონ და ქუჩაში ასფალტზე დაგდებული საკვები პროდუქტი არ შეიძინონ. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2020
სექტემბერი 2020
სექტემბერი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
ვალუტა ამინდი
USD3.2897
EUR3.8292
GBP4.196
RUB4.2718
თბილისი 17°-26°
ქუთაისი 19°-33°
ბათუმი 20°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia