www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:17 13.05.2016
სტუდენტები და მკვლევარები ევროკავშირის ქვეყნებში დარჩენას და დასაქმებას შეძლებენ
ვროპარლამენტმა ახალი რეგულაცია მიიღო, რომლის თანახმად, ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების სტუდენტები და მკვლევარები, სწავლისა თუ კვლევითი სამუშაოს ჩატარების შემდეგ, ევროკავშირში დარჩენასა და დასაქმებას შეძლებენ.

როგორც ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ახალი რეგულაციის თანახმად, სასწავლო პროცესის ან კვლევითი სამუშაოს დასრულების შემდეგ, მესამე ქვეყნის სტუდენტებსა და მკვლევრებს უფლება ექნებათ, ევროკავშირის ტერიტორიაზე სულ მცირე 9 თვით დარჩნენ, იმისთვის, რომ სამსახური იშოვონ ან ბიზნესი დაიწყონ. 

ევროპარლამენტში მიიჩნევენ, რომ ამ ადამიანების უნარების რეალიზება ევროპას სარგებელს მოუტანს.

გარდა ამისა, ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ მესამე ქვეყნების სტუდენტები და მკვლევრები ევროკავშირის ტერიტორიაზე, ანუ ერთი წევრი სახელმწიფოდან მეორეში გადაადგილებას უფრო მარტივად შეძლებენ.

„მომავალში, მათ აღარ დასჭირდებათ ახალი სავიზო აპლიკაციის შევსება, არამედ მხოლოდ უნდა შეატყობინონ წევრ სახელმწიფოს, სადაც აპირებენ ჩასვლას, მაგალითად ერთი გაცვლით სემესტრზე დასწრების მიზნით. მკვლევარებს კი ექნებათ საშუალება, ჩავიდნენ უფრო ხანგრძლივი პერიოდით, ვიდრე ამჟამად არის დაშვებული“, - ნათქვამია ევროპარლამენტის პრესრელიზში.

ახალი რეგულაციის თანახმად, მკვლევარებისთვის დაწესდება კიდევ ერთი შეღავათი. კერძოდ, მათ უფლება მიეცემათ, თან წაიყვანონ ოჯახის წევრები, რომლებსაც ევროპაში ყოფნის პერიოდში მუშაობის უფლება ექნებათ. 

გარდა ამისა, სტუნდეტებს მიეცემათ უფლება კვირაში 15 საათი იმუშაონ. 

რეგულაცია კიდევ ერთ სიახლეს ითვალისწინებს: მისი ამოქმედების შემდეგ ევროპული სამოხალისო პროგრამების სტაჟიორებისთვის და მოხალისეებისთვის დაწესდება ევროკავშირში ჩასვლის ერთიანი პირობები და უკეთესი დაცვითი მექანიზმები მათი იქ ყოფნის პერიოდში.

ახალი დირექტივის მიღების შემდეგ ევროდეპუტატებმა მის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

როგორც ევროდეპუტატმა სესილია უიკსტრომმა განაცხადა, ამ რეგულაციის მიღებით ევროკავშირმა სათანადადოდ დააფასა მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანების ხელშეწყობის მნიშვნელობა. 

„უდავოდ, ეს ნიშნავს რომ ევროპული უნივერსიტეტები მსოფლიო არენაზე უფრო კონკურენტუნარიანი და მიმზიდველი გახდებიან“, - განაცხადა მან.

ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი რეგულაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მეორე დღეს შევა ძალაში. 

ხოლო ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რეგულაცია საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობაში მაქსიმუმ 2 წელიწადში უნდა შეიტანონ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.8661
EUR3.19
GBP3.7821
RUB4.5362
თბილისი 1°-6°
ქუთაისი 8°-14°
ბათუმი 10°-15°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia