www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:17 17.05.2016
ნარმანია ”ნაცმოძრაობას” - სად არის თქვენი დაგებული გზები, თქვენი გაკეთებული საქმეები?
თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოს სხდომაზე გამოსვლისას "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდს რამდენჯერე შეეხო და აღნიშნა, რომ პარტია მხოლოდ და მხოლოდ სიცრუის პროპაგანდაში ხარჯავდა თბილისელებისთვის განკუთვნილ თანხებს.

”რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, რაზეც მუდმივად აპელირებთ, ეს გახლავთ - პრემიების თემა! უხერხულია უბრალოდ, რადგანაც სწორედ, თქვენი ხელისუფლებაში ყოფნისას, თბილისის მერიის ბიუჯეტიდან გაიცემოდა კოლოსალური თანხები პრემიებისა და დანამატების სახით. დიახ, სწორედ, თქვენი მაღალჩინოსნები, მათ შორის ის პირები, ვინც ახლა დარბაზში სხედხართ, იღებდნენ განუსაზღვრელი ოდენობის პრემიებს იმ თანხიდან, რომელიც თბილისელებს და მათ კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა. მე შემიძლია ციფრებით გესაუბროთ, მაგალითად : 2012 წელი - პრემიის სახით გაცემულია 10 698,5 ათასი ლარი; 2013 წელი - პრემიის სახით გაიცა 17 110,5 ათასი ლარი; 2014 წელი - 15 833,8 ათასი ლარი. მაშინ, როცა 2015 წელს, ჩვენ ეს თანხები გავანახევრეთ და პრემიის სახით გავეცით თქვენს მიერ გაცემული თანხების ნახევარზე ნაკლები - 8 893,1 ათასი ლარი. ბოლო 4 წლის განმავლობაში დახარჯული გაქვთ 15 მლნ ლარზე მეტი, ჩვენ ამ ყველაფერს საქმეს ვუპირისპირებთ. ჩვენ დღეს, სწორედ, 9 წლიან უმოქმედობას ვიმკით თბილისში. სად არის თქვენი დაგებული გზები, თქვენი გაკეთებული საქმეები, რაში იღებდით პრემიებს? თუ 2 წელიწადში დაინგრა გზები, გაჩნდა ორმოები და დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა? - აი, ამ უმოქმედობაში იღებდით თქვენ კოლოსალურ თანხებს. მაშინ, როცა თქვენ პარტიული ნიშნით არაფრისთვის უხდიდით მილიონებს სამეთვალყურეო საბჭოებში ვითომდა დასაქმებულ პირებს, რომლებიც სამსახურშიც კი არ დადიოდნენ”, - აღნიშნა ნარმანიამ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2019
ივლისი 2019
ივლისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.8845
EUR3.241
GBP3.6177
RUB4.5787
თბილისი 20°-35°
ქუთაისი 21°-27°
ბათუმი 22°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia