www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:44 17.05.2016
ლგბტ აქტივისტების დაკავება განხორციელდა უხეში ფორმებით, ყოველგვარი განმარტების გარეშე და ჰომოფობიური ენის გამოყენებით
ლგბტ აქტივისტების დაკავებას სახალხო დამცველი სპეციალური განცხადებით ეხმაურება:

„17 მაისს, გამთენიისას 10 ლგბტ აქტივისტი დააკავეს. 3 მათგანი დააკავეს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“, ხოლო 7 – საპატრიარქოს შენობასთან, სტენსილების ხატვისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო. დაკავებულებმა საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს განუცხადეს, რომ მათი დაკავება განხორციელდა უხეში ფორმებით, ყოველგვარი განმარტების გარეშე და ჰომოფობიური ენის გამოყენებით. 

ლგბტ აქტივისტები უთითებენ, რომ ისინი დააკავეს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა, ასევე მათი ტრანსპორტირება არ განხორციელებულა პოლიციის ავტომანქანებით. დაკავებულების ადგილსამყოფელი რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო. აღნიშნული ინფორმაციის მოძიება გაუჭირდათ მათ შორის სახალხო დამცველის რწმუნებულებს. დაკავებულები აღნიშნავენ, რომ მათთვის დაკავებისთანავე არ განუმარტავთ უფლებები და არ მიუციათ ახლობლებთან დაკავშირების შესაძლებლობა.

ნახატების თვითნებურად შესრულება შენობათა ფასადებსა თუ ღობეეზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა (ასკ 150–ე მუხლი). თუმცა, სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება აღნიშულ ქმედებებზე მკაცრ ნორმატიულ ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული. გაუგებარია, რატომ იყვნენ დაკავებისას პოლიციელები ფორმის გარეშე და შს სამინისტროს კონკრეტულად რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოდგენდნენ ისინი. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე ნათელი და მკაფიო განმარტება უმოკლეს დროში გააკეთოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში მნიშვნელოვანია შეფასდეს რამდენად ჰქონდათ შესაძლებლობა ლგბტ აქტივისტებს მაიდენტიფიცირებული ნიშნების, დოკუმენტებისა და სათანადო განმარტების არარსებობის პირობებში შესაბამისი პირები აღექვათ პოლიციის თანამშრომლებად.

ასევე, დაუყოვნებლივ უნდა იქნას შესწავლილი დაკავებისას სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტებისა და ჰომოფობიური ენის გამოყენების, დაკავებულებისათვის უფლებების დაუყოვნებლივ განმარტების მოვალეობის დარღვევის საკითხი და მას უნდა მოყვეს მკაცრი რეაგირება. განხორციელებული რეაგირების შესახებ დროულად უნდა ეცნობოს საზოგადოებას“, - აცხადებს სახალხო დამცველი.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9759
EUR3.286
GBP3.7223
RUB4.6659
თბილისი 9°-21°
ქუთაისი 10°-17°
ბათუმი 12°-18°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia