www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
18:43 17.05.2016
“სოციალური პარტნიორობა“ დარჯანიების ოჯახის დასახმარებლად!

დარჯანიების ოჯახმა. ძალიან მძიმე ცხოვრება განვლო და ახლა ისინი საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან. ოჯახის სამი წევრი საქველმოქმედო ფონდის, „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარია. თენგიზი და მანანა ეტლით მოსარგებლე შშმ პირები არიან რადგან კიდურები აქვთ ამპუტირებული. მათთან ერთად ცხოვრობს 91 წლის ბებია თამარი, რომელიც უსინათლოა და საწოლიდან ფაქტობრივად ვერ დგება.

ოდესღაც, დარჯანიებს ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ, სოხუმში ცხოვრობდნენ დიდ საკუთარ სახლში. აფხაზეთის ომის დროს თენგიზი იბრძოდა სამშობლოს ერთიანობისთვის, ომის დასრულების შემდეგ იძულებული გახდა ოჯახთან ერთად დაეტოვებინა სოხუმი და თბილისში ჩამოსულიყო. მაშინ არც კი იცოდნენ რა განსაცდელი ელოდათ წინ. თენგიზის და მანანას ვაჟი, მათი საყრდენი და იმედი, 21 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. ამ ტრაგედიამ მშობლები გაანადგურა. გაუთავებელი ნერვიულობისგან თენგიზს და მანანას შაქრიანი დიაბეტი დაემართათ, შემდეგ ორივეს განგრენა განუვითარდა და ქვედა კიდურების ამპუტაცია დასჭირდათ ხოლო ბებია თამარმა  მხედველობა დაკარგა...

მათ ტანჯვას საზღვარი არ აქვს. ორი ადამიანი ეტლით გაჭირვებით გადაადგილდება, ცდილობს ერთმანეთს და უსინათლო ბებიას მიხედონ. ტანსაცმლის ჩაცმა, ხელ–პირის დაბანა, სადილის გაცხელება – ეს მათთვის ყოველდღიური განსაცდელია!

ოჯახის დანაზოგი თანხა დიდი ხნის წინ ამოიწურა. თავი  სოციალური დახმარებით გააქვს, რომელიც არა თუ საკვებისთვის და კომუნალური გადასახადებისთვის, არამედ სასიცოცხლოდ საჭირო წამლებისთვისაც არაა საკმარისი.

„სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას, დარჯანიების ოჯახის დასახმარებლად, გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ მათი პრობლემები და განსაცდელში მარტო არ დავტოვოთ.

თანხა მედიკამენტების და პროდუქტების შესაძენად შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დარჯანიების ოჯახი) ან პირდაპირ ვებ გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/131/

ნებისმიერი სახის დახმარება მათ ცხოვრებას შეუმსუბუქებს. ერთად ვაკეთოთ სიკეთე და ის აუცილებლად დაგიბრუნდებათ!

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9718
EUR3.3088
GBP3.8345
RUB4.6461
თბილისი 13°-23°
ქუთაისი 13°-24°
ბათუმი 16°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia