www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:57 20.05.2016
ირაკლი ალასანია - პროკურატურის პირველი პირი სიცრუის ტირაჟირებას ეწევა
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ პროკურატურის პირველი პირი სიცრუის ტირაჟირებას ეწევა, - ასე გამოეხმაურა ირაკლი ალასანია მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გუშინ გაკეთებულ განცხადებებს.

„წელიწადნახევრის წინ, როცა ეს ხუთი უდანაშაულო ადამიანი დააკავეს და მაშინ რა განცხადებებიც გააკეთა პროკურატურამ და ბიძინა ივანიშვილმა, ერთი ერთში უსაფუძვლო ბრალდების გაგრძელებაა გუშინდელი განცხადებები. ეს არის უკვე სიცრუის ტირაჟირება, რასაც პროკურატურის პირველი პირი ეწევა. საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ბრალი არ იქნა დადასტურებული. საერთაშორისო თანამეგობრობა ამას ხედავს და დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში იქნება შეფასებები ამ საქმესთან დაკავშირებით. პროკურატურამ საქართველოს მართლმსაჯულების რეპუტაციას უდიდესი ზარალი მიაყენა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სიცრუის ტირაჟირება“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, ირაკლი შოთაძეს ეს ტყუილი არ გაუვა და სწორედ ამიტომ იქნება მნიშვნელოვანი ხვალ მთავარ პროკურატურასთან მივიდეს და საპროტესტო აქცია გამართოს. 

ალასანიას თქმით, ხვალ პროკურატურასთან დაგეგმილი აქცია იქნება სრულიად ზეპოლიტიკური.

„თავისუფთალი დემოკრატების“ ლიდერის თქმით, აქციაზე არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური პლაკატები, პარტიის დროშები. 

ირაკლი ალასანია ყველა პოლიტიკურ ლიდერს და პარტიებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.2725
GBP3.7631
RUB4.6078
თბილისი 10°-25°
ქუთაისი 14°-26°
ბათუმი 17°-23°
მთავარი