www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:51 20.05.2016
”ვარდების მოედანს” შესაძლოა ძველი სახელწოდება - ”რესპუბლიკის მოედანი” დაუბრუნდეს
”ვარდების მოედანს” შესაძლოა ძველი სახელწოდება - ”რესპუბლიკის მოედანი” დაუბრუნდეს. შესაბამისი ინიციატივით საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარეს ლია ჯახველაძეს მიმართავს. კობახიძე ჯახველაძეს დანართის სახით, „ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, „ვარდების რევოლუციის მოედნისათვის“ - „რესპუბლიკის მოედნის“ სახელის მინიჭების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტსაც უგზავნის. 

”როგორც მოგეხსენებათ, ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ვერის უბანში, რუსთაველის გამზირის დასავლეთ ნაწილში 1983 წელს აშენებულ „რესპუბლიკის მოედანს“, 2003 წლის რევოლუციის აღსანიშნავად 2005 წელს მიენიჭა „ვარდების რევოლუციის მოედნის“ სახელწოდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე მოქმედი უზენაესი კანონის - საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, როგორც პირველი რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნა 1917 წლის რევოლუციის შემდგომ, ხოლო XX საუკუნის მიწურულს დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანს საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი პირველი რესპუბლიკის საპატიოდ ეწოდა - „რესპუბლიკის მოედანი“. დიდი მნიშვნელობის მატარებელია ის ფაქტი, რომ 1983 წლიდან მოყოლებული 22 წლის მანძილზე აღნიშნული მოედანი ატარებდა - სწორედ რესპუბლიკის მოედნის სახელწოდებას, რაც საზოგადოების ცნობიერებაში საკმაოდ ღრმად დაილექა და მიუხედავად, 2005 წელს საყოველთაოდ ცნობილი „რესპუბლიკის მოედნის“ სახელწოდების „დამახინჯებისა“ („ვარდების რევოლუციის მოედანი“), მისი სახელწოდება როგორც დედაქალაქის ასევე, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის შეუცვლელი დარჩა. საყურადღებოა მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკაც, რომლის თანახმადაც, მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს რესპუბლიკაში, როგორც ევროკავშირის, ასევე ჩვენს მეზობელ ქვეყნების დედაქალაქებში წესისამებრ არსებობს მოედანი, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის წყობილების ფორმის გამოსახატავად საუკუნეების მანძილზე ეწოდებათ „რესპუბლიკის მოედანი“. მაგალითად, საფრანგეთის რესპუბლიკის დედაქალაქის ცენტრში არსებობს მოედანი სახელწოდებით - „რესპუბლიკის მოედანი“, ასევე, სომხეთის დედაქალაქ ერევანში არსებული დიდი საოლქო მოედანი 1926 წლიდან ცნობილია, როგორც „რესპუბლიკის მოედანი“.

აქვე აღვნიშნავ, რომ როგორც დედაქალაქის საკრებულოს წევრს და თუნდაც უბრალოდ ერთ თბილისელს, პირდაპირი და უშუალო კომუნიკაცია მაქვს ჩვენს თანამოქალაქეებთან და შესაბამისად ვიცი აღნიშნული საკითხისადმი საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულება და მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ მოხდეს ზემოხსენებული გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების აღდგენა და მისთვის „რესპუბლიკის მოედნის“ სახელის მინიჭება”, - ნათქვამია კობახიძის მიმართვაში. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9232
EUR3.2395
GBP3.5561
RUB4.4227
თბილისი 19°-34°
ქუთაისი 21°-29°
ბათუმი 23°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia