www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:33 23.05.2016
გამოკითხულთა 43% ფიქრობს, რომ ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი ივანიშვილი იყო
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოკითხულთა 43% ფიქრობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი ბიძინა ივანიშვილი იყო. 

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულთა 21% ფიქრობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებს მიზეზი იყო საკუთარი ნება. ხოლო გამოკითხულთა 43% ფიქრობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების მიზეზი იყო ივანიშვილის ნება. გამოკითხულთა 6%, არც ერთს არ ეთანხმება, ხოლო აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა 30%-მა. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გამოკითხვის შედეგებიდან ირკვევა, რომ 2013-15 წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ, რომ საჯარო მოხელეების მიერ პირადი მიზნების მისაღწევად თანამდებობის ბოროტად გამოყენება ძალიან გავრცელებულია. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით 2016 წლის 15-28 მარტს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა 2032-მა ადამიანმა მიიღო. სხვა საკითხებთან ერთად კითხვები შეეხებოდა ქვეყანაში მოქმედი სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო საერო ინსტიტუტის მიმართ მოსახლეობის ნდობას. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9608
EUR3.2566
GBP3.807
RUB4.6227
თბილისი 5°-11°
ქუთაისი 9°-22°
ბათუმი 12°-24°
მთავარი