www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:48 24.05.2016
განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო რეგიონში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 2012 წლიდან ახორციელებეს სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამას.
აჭარის მთავრობის ხელშეწყობით განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო რეგიონში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 2012 წლიდან ახორციელებეს სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამას. 

2016 წელს ქვეპროგრამაში სიახლე დაინერგა - სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაფინანსება. 2015-2016 სასწავლო წლის მეორე სემესტრისათვის სულ დაფინანსდა 494 სტუდენტი, მათ შორის: 484 ბაკალავრი და 10 მაგისტრანტი. ერთ-ერთი გახლავთ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი - სულხან მამულაძე.

სულხან მამულაძე 2015 წელს ჩაირიცხა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე - შავიზღვისპირეთისა და კავკასიის არქეოლოგიის სპეციალობაზე. სულხანი ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება, როგორც სტუდენტი მაღალმთიანი აჭარიდან სემესტრულად 1125 ლარის ოდენობით. სულხანი გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით. იგი A (ფრიადი) კატეგორიის სტუდენტია.

სულხან მამულაძე: „მიმაჩნია რომ პროფესიების დიდი ნაწილი საინტერესო და მიმზიდველია, თუმცა პროფესიას, რომელსაც ვეუფლები, გამოვარჩევდი იმით, რომ მისი საშუალებით შესაძლებელია მატერიალურ ნაშთებში ასახული კულტურულ -ისტორიული პროცესების კანონზომიერებათა დადგენა და ინტერპრეტაცია; ისტორიულ ცოდნაში თეორიული და გამოყენებითი კომპონენტების გამოყოფა, მისი პროგნოსტიკული და სხვა ფუნქციების განსაზღვრა.

აღნიშნული პროფესია მუდმივად სიურპრიზებს გვიმზადებს. მეც მაქვს მოლოდინი იმისა, რომ მომავალში გავხდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენის ავტორი, რითაც შევძლებ ღირებული წვლილი შევიტანო როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის კულტურის ისტორიის შესწავლასა და მის განვითარებაში. ამ ყველაფრის განხორციელებაში კი ხელს მიწყობს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც სრულად მიფინანსებს სწავლის საფასურს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი და ჩემი ოჯახისთვის“. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9232
EUR3.2395
GBP3.5561
RUB4.4227
თბილისი 19°-31°
ქუთაისი 21°-31°
ბათუმი 22°-26°
მთავარი