www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:47 25.05.2016
პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ზურაბ ზვიადაურს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზურაბ ზვიადაურს პლენარული სხდომა დაატოვებინეს. ზვიადაურს სხდომის დატოვებისკენ ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა, რომელიც სხდომას უძღვებოდა, მას შემდეგ მოუწოდა, რაც მმართველი გუნდისა და ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა.

თავდაპირველად ერთმანეთს სიტყვიერად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი და ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ტარიელ ლონდარიძე დაუპირისპირდნენ, მოგვიანებით კი ლონდარიძესთან ჩხუბში ზურაბ ზვიადაურიც ჩაერთო. ზვიადაურის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა უკვე ”ქართული ოცნების” წევრ ომარ ნიშნიანიძესა და ”ნაციონალების” წარმომადგენელ გიორგი თედორაძეს შორის გაგრძელდა.

მანდატურების ჩარევისა და სხდომის ხელმძღვანელის, ზვიად ძიძიგურის მოწოდების შემდეგ, საბოლოოდ, სიტუაცია განიმუხტა და სხდომა გაგრძელდა.

”მინდა მოგიწოდოთ დეპუტატებს, გავაგრძელოთ სხდომა. პარლამენტში ცხარე დებატები არ არის გასაკვირი, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ერთმანეთს ვცეთ პატივი და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ნუ მოვიშველიებთ არგუმენტის გასამყარებლად. არ გამოდის ამით არგუმენტის გამყარება”, - მიმართა ძიძიგურმა დეპუტატებს.

პარლამენტის სხდომაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველი გუნდის წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა კოლეგებს მიმართა წინადადებით, 2011 წლის 26 მაისს განვითარებული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9691
EUR3.2797
GBP3.6989
RUB4.6131
თბილისი 13°-29°
ქუთაისი 15°-28°
ბათუმი 18°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia