www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:23 26.05.2016
დღეს მსოფლიოს ღირშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი მსოფლის სხვადსახვა ქვეყანაში საზეიმოდ  აღინიშნება,-ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ინიციატივით 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში  გაიმართება საზეიმო ღონისძიებები  –  დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო მიღება, ქართველ მუსიკოსთა კონცერტები, ქართველ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა, ქართული კულტურისა და ისტორიის, საქართველოს ღირშესანიშნაობებისა და ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო გამოფენები. 

 საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელშეწყობით  ცალკეული  ქვეყნების დედაქალაქებში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს დროშის ფერებში განათდება  და  ეროვნული სიმბოლიკებით მოირთვება ქალაქის ღირშესანიშნაობები.  

 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ქართული დროშის ფერებში განათდება:  ავსტრალიის ძველი პარლამენტის შენობა, უნგრეთის „ერჟებიტის“ ხიდი, სლოვაკეთის ქ. კოშიცეს მუნიციპალიტეტის შენობა, ლიუბლიანის ციხესიმაგრე,  საუდის არაბეთში რიადის ყველაზე მაღალი შენობა „Kingdom Tower“,   ესტონეთის ბიზნესცენტრი, რომელშიც მდებარეობს საქართველოს საელჩო.  ქ.სტამბოლში საქართველოს დროშის ფერებით განათდება ბოსფორის ხიდი. კვიპროსსა და ინდონეზიაში განათდება დედაქალაქის ტურისტული ცენტრები. ლიტვაში, საქართველოს დროშის ფერებში განათდება კაუნასის ცენტრალური ღირშესანიშნაობა, ქრისტეს აღდგომის ტაძარი, ასევე საქართველოს გიგანტური დროშა გამოიფინება ქ. ვილნიუსის ცენტრალურ ადგილზე, მდინარე ნერისის სანაპიროზე და ასევე ჰაერში გაუშვებენ საქართველოსა და ლიტვის დროშების ფერებში მოხატულ ფრანებს.​ 

საბერძნეთში გაუშვებენ საქართველოს დროშის ფერებით მოხატულ საჰაერო ბურთებს.   კანადაში მერიის წინ აღიმართება საქართველოს დროშა.  ყაზახეთში დედაქალაქის მასშტაბით განთავსებულ  ბანერებზე გამოსახული იქნება საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები.  დუბლინის ცენტრში 25-დან 30 მაისის ჩათვლით გამოიფინება საქართველოს დროშები. 

ბელგიაში, დედაქალაქის მთავარი სიმბოლო „მანეკენ პისი“ შეიმოსება ქართულ ეროვნულ სამოსში. მოლდოვაში, იგეგმება ქალაქის ცენტრში მდებარე ტრიუმფალური თაღის განათება. ბრაზილიაში, კორკოვადოს მთაზე, მსოფლიო დროშების ხეივანში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად უკვე აღიმართა  საქართველოს დროშა.

 საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალურ გვერდზე “Facebook”- ში განთავსებულია სპეციალური კალენდარი – “დამოუკიდებლობის დღე”, სადაც დაინტერესებულ საზოგადოებას შეუძლია იხილოს ინფორმაცია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების მიერ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით  დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების შესახებ. ​

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9608
EUR3.2566
GBP3.807
RUB4.6227
თბილისი 4°-11°
ქუთაისი 9°-22°
ბათუმი 12°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia