www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:30 27.05.2016
პატრიარქმა ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცესის გამარტივება სთხოვა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხელისუფლებას უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივების ინიციატივით მიმართავს. როგორც პატრიარქმა მეორე დიასპორულ პროფესიულ ფორუმზე, სიტყვით გამოსვლისას ბრძანა, დიასპორის ყველა წევრი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

უწმინდესმა დიასპორაში მყოფი ქართველები დალოცა და აღნიშნა, რომ ისინი დიდ საქმეს აკეთებენ სამშობლოსთვის.

”უპირველეს ყოვლისა მე უნდა ვთქვა, რომ დიასპორა საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ეს უნდა გვახოვდეს ჩვენ მკვიდრთა საქართველოისა და დიასპორაში მყოფ ქართველ ხალხს. ამიტომ დიასპორის ყოველი წევრი უნდა იყოს მოქალაქე საქართველოსი. მე მინდა მივმართო ჩვენს ხელისუფლებას, იუსტიციის სამინისტროს, რომ გაადვილდეს ეს პროცესი მოქალაქეობის მიღებისა. მე მინდა დავლოცო დიასპორაში მყოფი ქართველი ხალხი. დიდ საქმეს აკეთებთ თქვენ, თქვენთვისაც და სამშობლოსთვის და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენ ღვაწლს, თქვენს შრომას.

უცხოეთში შექმნილია არაერთი წრე, აშენებულია არაერთი ეკლესია-ტაძარი და ფაქტიურად უცხოეთში ტაძრები ქართველ ხალხს აერთიანებს. შექმნილია საკვირაო სკოლები და ეს ძალიან დიდ იმედს გვაძლევს ჩვენ ყველას, რომ ერთად ვიქნებით, მაგრამ ამავე დროს მე არ მემეტებით იმისთვის, რომ თქვენ იქ დარჩეთ. ჩვენ გელოდებით სამშობლოში თქვენი შვილებით, ოჯახით. 

ჩვენი სამშობლოს კარი მუდამ ღიაა თქვენთვის. ჩამოდით და უპატრონეთ ჩვენს სამშობლოს. მე მინდა გითხრათ დიასპორაში მყოფ ქართველებს, რომ ძალიან დიდი ინტერესია უცხოელი ბიზნესმენების, ჩამოდიან ქმნიან ბიზნესს. ისე არ გამოვიდეს, რომ თქვენ რომ ჩამოხვალთ ყველაფერი დაკავებული იყოს”, - ბრძანა პატრიარქმა და სრულიად საქართველო, უცხოეთში მყოფი ქართველები და საქართველოს მკვიდრნი კიდევ ერთხელ დალოცა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9225
EUR3.2434
GBP3.5421
RUB4.3709
თბილისი 19°-34°
ქუთაისი 19°-30°
ბათუმი 23°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia