www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:50 30.05.2016
საპარლამენტო არჩევნები მორიგი ტესტია, რომელშიც არ უნდა ჩაიჭრათ
მომავალი საპარლამენტო არჩევნები მორიგი ტესტია, რომელშიც არ უნდა ჩაიჭრათ, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განაცხადა, სადაც ლევან მიქელაძის ფონდმა, საქართველოს რეფორმების ასოციაციასთან ერთად, პროექტის - "ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში" პლენარული სესია გამართა.

სლოვაკი ხალხისთვის სრულიად ნათელი იყო მიზანი - გავმხდარიყავით ევეოკავშირის და ნატო-ს წევრი. ისევე, როგორც ყველა ახალგაზრდას, ჩვენც გვინდოდა ეს გზა რაც შეიძლება სწრაფად გაგვევლო. ზოგიერთ ჩვენგანს ეგონა, რომ ამას 3-4 წელი დასჭირდებოდა, სხვებს 4 წელიც ძალიან დიდ დროდ ეჩვენებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არც 4 იყო და არც 8 - 12 წელი დაგვჭირდა. ჩვენ ვისწავლეთ, რომ არაპოპულარულია, მაგრამ საჭიროა რეფორმების გატარება სტანდარტების ასამაღლებლად. ჩვენ ასევე ვისწავლეთ, რაოდენ მნიშვნელოვანია არდანებება; რომ პოლიტიკოსი არ ეძიებდეს იაფფასიან პოპულისტურ გადაწყვეტილებას. შედეგად, დღეისთვით ჩვენი ეკონომიკური სარგებელი ევროკავშირის ბაზრიდან არის ისეთი მაღალი, როგორც არასდროს. ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებამ მოგვიტანა უსაფრთხოება და სტაბილურობა",- განაცხადა კისკამ.

სლოვაკეთის პრეზიდენტის თქმით, მისთვის შთამბეჭდავია ის ენთუზიაზმი, რომელიც საქართველოში არსებობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

ანდრეი კისკამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის ვიზალიბერალიზაციისთვის.

"არ არსებობს მიზეზი ყოყმანისა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ქართველებმა ეს სრულად დაიმსახურეს. ეს ასევე არის პასუხი მათთვის, ვისაც აქვს კითხვები და ცდილობს, არჩეული გზიდან გადაგახვევინონ. მაგრამ ნუ მიეცემით ნაადრევ კმაყოფილებას. თქვენ ძალიან გრძელი გზის დასაწყისში ხართ, რომელიც არ იქნება ადვილი. თქვენ არაერთი რამის დამტკიცება მოგიწევთ და მომავალი საპარლამენტო არჩევნები მორიგი ტესტია, რომელიც არ უნდა ჩააგდოთ", - განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9723
EUR3.2779
GBP3.8265
RUB4.6531
თბილისი -1°-9°
ქუთაისი 7°-18°
ბათუმი 10°-18°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia