www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:20 31.05.2016
სილქნეტის სპორტული კონტენტი ყველა მასშტაბურ მოვლენას ექსკლუზიურად აშუქებს

Silk სპორტი საგანგებოდ შექმნილი კონტენტია Silk TV მომხმარებლებისთვის და ქართულ ტელესივრცეში ყველაზე რეიტინგულ და მოთხოვნად პაკეტად სწრაფადვე იქცა.  ის აერთიანებს სამ სპორტულ არხს, Silk სპორტ HD1, Silk სპორტ HD2, Silk სპორტ HD3. აღნიშნული არხები  რეტრანსლირების ექსკლუზიური უფლებით სარგებლობენ ისეთ მასშტაბურ სპორტულ მოვლენებზე, როგორებიცაა: ინგლისის პრემიერ ლიგა, ესპანეთის ლა ლიგა, ჰოლანდიის  ჩემპიონატები, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა, ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა.  

Silk სპორტი აშუქებს საკალათბურთო რეპორტაჟებს, ევროლიგისა და NBA-ის, როგორც რეგულარული ჩემპიონატის, ასევე Playoff-ის ძალზედ საინტერესო თამაშებს; უიმბლდონისა და Masters-ების არაერთ ტურნირს. აღნიშნულ სპორტულ მოვლენებს  SilkTV მომხმარებელი თვალს ადევნებს, როგორც პირდაპირ ეთერში, ასევე ჩანაწერებით. ახალ სეზონზე Silkსპორტ 3 საჩოგბურთო სამყაროს მთავარი ტურნირის  Wimbledon-ის ტრანსლირებას იწყებს. 27 ივნისიდან  10 ივლისის ჩათვლით ლონდონის კორტებზე გამართულ თამაშებს პროფესიონალი ქართველი კომენტატორები წარუძღვებიან.

SilkTV-ის მომხმარებელს სპორტული თემატური პაკეტი  შეუძლია დაიმატოს ცხელი ხაზის ან პორტალის my.silknet.com მეშვეობით.  მსურველებს, რომლებიც არ სარგებლობენ სილქნეტის ტელევიზიით, კომპანია ალტერნატიულ გზას თავაზობს აპლიკაციის სახით. თვეში 4 ლარად, ios, ანდროიდის  სისტემის მობილურებზე და ტაბებზე მომხმარებელი, ერთჯერადი ჩამოტვირთვით, ქართულ და უცხოურ არხებზე წვდომას შეძლებს. მათ შორისაა Silk სპორტ კონტენტის ყველა არხი. ამ თემატური  არხების თვალის მიდევნება ასევე შესაძლებელია ვებ გვერდზე www.silktv.ge  შესაბამისი ავტორიზაციის გავლის შემდეგ.

 სხვა ქსელის ინტერნეტ მომხმარებლებს სილქნეტი თავაზობს სატელევიზიო პროდუქტს Silk ოპტიმას. მისი ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი - 15 ლარია.  პროდუქტი აერთიანებს ყველა ქართულ არხს და მათ შორის Silk სპორტ თემატურ პაკეტს.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მასშტაბით ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთანავე, ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა არხი  Silk უნივერსალი, მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მცხოვრები ტელემაყურებლისთვისაც. სიგნალის მისაღებად საჭიროა დეციმეტრული ანტენა და DVB-T2 სტანდარტის მოწყობილობა (SET –TOP-BOX). ციფრული სიგნალით მოსახლეობა 20-მდე ქართულ არხს უფასოდ იღებს. ამ ჩამონათვალშია სილქნეტის არხი  Silk უნივერსალი, რომელიც  სპორტის სხვადასხვა სახეობის  - კალათბურთის, ფეხბურთის, ჩოგბურთის ტურნირების რეტრანსლირებას ახდენს. ეს ის სპორტული მოვლენებია, რომელიც Silk სპორტის არხებზე გადის.

ექსკლუზიური კონტენტის გარდა, სილქნეტის სერვისის ინტერაქტიულობა სპორტის ყველა სახეობის გულშემატკივარს დამატებით კომფორტს უქმნის.  ერთდროულად სხვადასხვა არხზე გასული სპორტული მოვლენების თვალის მიდევნება   შესაძლებელი ხდება გადახვევის და დაპაუზების ფუნქციის გამოყენებით.

წინ EURO 2016 გველოდება. ევროპის, რიგით  მე-15,  ჩემპიონატი სტარტს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, “სტად დე ფრანს“-ზე აიღებს, სადაც ტურნირს მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები რუმინეთან შეხვედრით გახსნის. მართალია, მთელი ჩემპიონატის  ტრანსლირება „პირველი არხის“ პრეროგატივაა, მაგრამ SilkTV-ის სერვისის უპირატესობას აბონენტები სწორედ აქ დააფასებენ. მათ   შეეძლებათ ნებისმიერი შეხვედრა გადაახვიონ და თავიდან ნახონ და კიდევ ერთხელ მიიღონ ის უდიდესი სიამოვნება, რომელსაც EURO 2016  გვპირდება.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.9466
EUR3.269
GBP3.8683
RUB4.6218
თბილისი 3°-9°
ქუთაისი 4°-10°
ბათუმი 7°-12°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia