www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:22 01.06.2016
სახალხო დამცველი ბავშვთა მიმართ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სექსუალური ძალადობის პრობლემებს ასახელებს
მთავარ პრობლემად კვლავ 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა რჩება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციის დაწყებამდე განუცხადა.

უჩა ნანუაშვილის თქმით, პრევენციისთვის აუცილებელია ზომების გატარება, რათა ბავშვთა სიკვდილიანობის პრევენცია მოხდეს.

ნანუაშვილის თქმით, ძალადობის კუთხით სახალხო დამცველის წინადადება, რომ გამკაცრებულიყო კანონმდებლობა და უკეთ ყოფილიყო დაცული ბავშვები ძალადობისგან, ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის.

„ჩვენი მოთხოვნა არის ბავშვთა ძალადობის კუთხით უფრო მეტად გამოიკვეთოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რადგან ასეთი არაერთი ფაქტი ხდება და რეაგირება ბევრ შემთხვევაში ადეკვატური არ არის. ცალკე პრობლემაა, რომ ზოგადად არ არსებობს ნორმალური კოორდინაცია ბავშვთა ძალადობის საკითხებზე. ცალკე პრობლემა ეხება ქუჩაში მომუშავე და მცხოვრებ ბავშვებს, მათ მიმართაც რეალურად არ ტარდება ღონისძიებები, კონკრეტული ღონისძიებები და კონკრეტული პროგრამები იმისთვის, რომ მოხდეს ამ ადამიანების ინტეგრაცია საზოგადოებაში და სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად უნდა გადაიდგას ნაბიჯები“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველი ბავშვთა მიმართ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასევე სექსუალური ძალადობის პრობლემებს ასახელებს. ნანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველმა უკვე გასცა არაერთი რეკომენდაცია, თუმცა რეკომენდაციების უმრავლესობა გათვალისწინებული არ არის.

სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე საუბარია, რომ პრობლემაა მაღალმთიან რეგიონებში განათლებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მედიაში ბავშვთა პრობლემების გაშუქების საკითხს, ნანუაშვილის თქმით, გასულ წელს იყო რამდენიმე სამწუხარო შემთხვევა და ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდებოდა, როცა ეთიკური წესების დარღვევით ხდებოდა ბავშვთა პრობლემების გაშუქება, რასაც შემდეგ სავალალო შედეგები მოყვებოდა.

დღესვე პრეზენტაციის დასასრულს, სახალხო დამცველის აპარატსა და საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივნისი 2020
ივნისი 2020
ივნისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD3.1172
EUR3.4626
GBP3.8613
RUB4.4772
თბილისი 15°-29°
ქუთაისი 15°-28°
ბათუმი 16°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia