www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:31 02.06.2016
დღევანდელი მთავრობის ბევრ წევრს დროშა ეჭირა ხელში და მიშა, მიშას გაიძახოდა
დღევანდელი მთავრობის ბევრ წევრს დროშა ეჭირა ხელში და მიშა, მიშას გაიძახოდა, - ამის შესახებ მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ ”PalitraNews”-ის გადაცემა ”360 გრადუსში ” სტუმრობის დროს გააკეთა.

როგორც ბურჭულაძემ განაცხადა, 2011 წლიდან ის ბიძინა ივანიშვილის გვერდით იდგა.

”2011 წლიდან ივანიშვილის გვერდით ვიდექი, რომ ყველაფერი შეგვეცვალა. ”ნაციონალური მოძრაობის” დროს, მე ვიყავი ჩემი ქვეყნის სამსახურში. ვერავინ მოისმენდა ჩემი მხრიდან ყოფილი ხელისუფლების ქებას. მქონდა კრიტიკა, ეს კრიტიკა იყო, რომ მე ვაკეთებდი სახელმწიფოს საქმეს. იმ ცხრა წელმა გამომაცხადა ქვეყნის მოღალატედ იმიტომ, რომ მოსკოვში ჩავედი და ავადმყოფ ბავშვებს დავეხმარე, იმ ცხრა წლის განმავლობაში გარდა იმის, რომ ვეხმარებოდი ადამიანებს, საქართველოს სახელი გამქონდა საზღვარგარეთ და მგონი არც თუ ისე ცუდად. დღევანდელი მთავრობის ბევრ წევრს დროშა ეჭირა ხელში და მიშა, მიშას გაიძახოდა”, - აცხადებს პაატა ბურჭულაძე.

მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისათვის” ლიდერი ”საქართველოს გზის” საპატიო ლიდერის სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც საუბარი ფონდ ”იავნანას” საქმიანობას შეეხება - ”ასეთ გამაყრუებელ სიჩუმეს რამე კავშირი ჰქონდა იმასთან, რომ ამ 9 წლის მანძილზე მისი ფონდი ”იავნანა” სარგებლობდა იმ დროინდელ ხელისუფლების სრული ”კარტ- ბლანშით”? მეტიც, ”იავნანას” ჰქონდა მიღებული მონოპოლია- აეროპორტში იდგა მხოლოდ ”იავნანას” ყუთები, სადაც წამსვლელ მგზავრებს შეეძლოთ მათ ხელთ შერჩენილი ლარების შეწირვა ”იავნანასთვის”, -აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

პაატა ბურჭულაძის თქმით კი, ფონდის ხელშეუხებლობა, ფონდის საქმიანობამ განაპირობა”. ამ განცხადებაზე შემიძლია ვთქვა, რომ ფონდი ”იავნანა” იმდენად სუფთა და კარგი ფონდია, რომ მას ვერავინ შეეხება, ეყო ნამუსი და სინდისი იმ ხელისუფლებას, რომ ფონდისთვის ხელი არ შეეშალა”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ გადაცემაში ”360 გრადუსი”.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9691
EUR3.2797
GBP3.6989
RUB4.6131
თბილისი 13°-29°
ქუთაისი 15°-28°
ბათუმი 18°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia