www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
17:48 02.06.2016
გადაცემა "არჩევანში" მონაწილეობის გამო "მაესტროს" დირექტორმა არხის წამყვანებს, ჟურნალისტებსა და პროდიუსერს უფლებამოსილება შეუჩერა

გადაცემა არჩევანში მონაწილეობის გამო ტელეკომპანია მაესტროს დირექტორმა არხის წამყვანებს, ჟურნალისტებსა და პროდიუსერს უფლებამოსილება შეუჩერა. შეტყობინება გადაცემა ბიზნეს კონტაქტის,საქმიანი დილისა და ანალიტიკის პროდიუსერს ცოტა ხნის წინ მიუვიდათ.

შეტყობინებაში ვკითხულობთ: 

"ყოვლად დაუშვებელია ტელეკომპანია „მაესტროს“ მოქმედმა თანამშრომლებმა საზოგადოების მენეჯმენტთან შეუთანხმებლად მონაწილეობა მიიღონ კონკურენტი ტელეკომპანიის ან ტელეკომპანიების თოქშოუებში, სადაც შპს „მაესტროს“ საქმიანი რეპუტაციის შემლახავი და მისი კომერციული ინტერესების დამაზიანებელი განცხადებები კეთდება. 

ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს მესამე პირების მხრიდან „მაესტროს“ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობას და მისი კომერციული ინტერესების უხეშ ხელყოფას. 

იბადება მართლზომიერი შეკითხვა: - რატომ ხდება ყოველივე ეს მაშინ, როდესაც ქვემოთ მოხსენიებულ თანამშრომლებს ყოველდღიურად 4 საათით, შეუზღუდავად, - პირდაპირ ეთერში მიჰყავთ გადაცემები „ბიზნეს კონტაქტი“, „ანალიტიკა“ და „საქმიანი დილა“ ?

აღნიშნულიდან გამომდინარე, მე, როგორც საზოგადოების დირექტორი, ვიღებ გადაწყვეტილებას :

1. ჩატარდეს შიდა სამსახურებრივი მოკვლევა ფაქტზე: 31 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი

2“-ის გადაცემა „არჩევანში“ შპს „სტუდია მაესტროს“ მოქმედ თანამშრომელთა მონაწილეობის შესახებ.

2. მოკვლევის დასრულებამდე შეუჩერდეთ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილება ტელეკომპანია „მაესტროს“ შემდეგ თანამშრომლებს: თამუნა ქემერტელიძეს, თელარა გელანტიას, ელენე კვანჭილაშვილსა და ბექა ბაციკაძეს.

აქვე დავამატებთ, რომ საზოგადოების დირექციამ განიხილა ბატონი გიორგი ისაკაძის „რუსთავი 2“-ის ეთერიდან გაჟღერებული შეთავაზება - აღადგინოს ტელეკომპანია „მაესტროსთან“ შრომითი ხელშეკრულება სიმბოლურ ფასად - 1ლარად.

განხილვის შედეგად გადაწყდა: - საზოგადოების დამაზიანებელი ზემოთმოყვანილი ფაქტის ან მსგავსი ფაქტებისაგან მომავალში პრევენციის მიზნით, უარი ეთქვას გიორგი ისაკაძეს შემოთავაზებაზე.

პატივისცემით,

შპს „სტუდია მაესტროს“ დირექტორი: ზურაბ ნაყეური

02 ივნისი 2016 წ."

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2020
სექტემბერი 2020
სექტემბერი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
ვალუტა ამინდი
USD3.214
EUR3.8057
GBP4.1711
RUB4.2817
თბილისი 14°-21°
ქუთაისი 16°-30°
ბათუმი 20°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia