www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
22:49 05.06.2016
პოლიციის ორმა მაღალჩინოსანმა ერთმანეთი რესტორანში სცემა - სკანდალი იმერეთში

ზესტაფონის პოლიციის სამმართველოს უფროსი - პავლე ბუბულაშვილი და ტყიბულის პოლიციის სამმართველოს უფროსი - ზაზა ჩუბინიძე, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჩხუბი პოლიციის ორ მაღალჩინოსანს შორის ხელკეტების გამოყენებით რაჭაში, რესტორან ორიონში მოხდა. ინფორმაცია სკანდალის შესახებ ვებპორტალმა ქუთაისი თუდეიმ 30 მაისს გაასაჯაროვა.

გაზეთის ინფორმაციით დამტვრეულია რესტორნის ავეჯი და ინვენტარი. პოსტსკრიპტუმის ჟურნალისტმა გიორგი გვიშიანმა კი იმ პირების ჩაწერა მოახერხა, ვინც ჩხუბის შესახებ ინფორმაციას ფლობს. ადგილობრივების ინფორმაციით ფიზიკური დაპირისპირება პოლიციის მაღალჩინოსნებს შორის, ერთ-ერთისამართალდამცველის დაბადების დღეზე მოხდა. 

ამ ინცინდენტის ერთ-ერთი მონაწილე ზაზა ჩუბინიძე პოლიციელისთვის შეუფერებელი ქმედების გამო ძალოვანი უწყებიდან ერთხელ უკვე დათხოვნილი იყო. მიზეზი, გურია ნიუსში 2006 წლის 2 ნოემბერს გამოქვეყნებული სტატია გახდა.

დისციპლინური გადაცდომისა და პოლიციის ეთიკის კოდექსის დარღვევისთვის მოჩხუბარ პოლიციელებს, წესდებით გათვალისწინებული უმკაცრესი სასჯელი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნა შეეფარდათ, თუმცა ეს გადაწყვეტილება თავის მხრივ ცხადყოფს, რომ პოლიციელებმა სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ხულიგნობაც ჩაიდინეს. ახლა მხოლოდ მინისტრის გადასაწყვეტია დასჯის თუ არა პოლიციელებს უფრო მკაცრად და სამაგალითოდ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2019
ივლისი 2019
ივლისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.8714
EUR3.2191
GBP3.5832
RUB4.5608
თბილისი 19°-32°
ქუთაისი 20°-27°
ბათუმი 20°-20°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia