www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:40 07.06.2016
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვიზალიბერალიზაციის საკითხის ოქტომბრამდე გადადებას არ ადასტურებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის ოქტომბრამდე გადადების თაობაზე. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძემ განუცხადა, ქართული მხარე არ ფლობს ინფორმაციას საკითხის გადადების თაობაზე და იმედოვნებს, რომ პროცესი რაც შეიძლება მალე - ზაფხულში დასრულდება.

„ასეთი ინფორმაცია ჩვენ ნამდვილად არა გვაქვს. ძალიან ბევრი განცხადება კეთდება ევროპარლამენტში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების მხრიდან. ჩვენ ველოდებით პროცესის რაც შეიძლება დაჩქარებას და სწრაფად გადაჭრას“, - განაცხადა გიგიაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის აზრით, უფრო ნათელი სურათი შეიქმნება 10 ივნისის შემდეგ, როდესაც აღნიშნულ საკითხს ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭო განიხილავს.

„პროცესი ჯერ მალევე უნდა დასრულდეს ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში. ივლისის დასაწყისამდე ჩანიშნულია საპარლამენტო განხილვები. ჯერ უნდა მოხდეს საკითხის გატანა სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში (LIBE), რაც, ჩვენი აზრით, შეიძლება გაკეთდეს ივნისში, ვინაიდან 13 ივნისიდან არის ჩანიშნული LIBE-ს სხდომები. თუ LIBE-ში მოხერხდება აზრის ჩამოყალიბება, ამის შემდეგ შეიძლება საკითხის პლენარულ სესიაზე გატანა და ამ საკითხის გადაწყვეტა. ჯერ 10 ივნისს უნდა დაველოდოთ“, - განაცხადა გიგიაძემ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.8647
EUR3.2024
GBP3.8341
RUB4.6032
თბილისი 4°-12°
ქუთაისი 8°-17°
ბათუმი 12°-17°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia