www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:01 07.06.2016
მე დავდგები ფინანსური კუთხით გარანტად, რომ არჩევნებამდე გვარამიასა და ”რუსთავი 2”-ის მენეჯმენტს არ შეეხონ
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე ”რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესის დასრულების შემთხვევაში, ფინანსური კუთხით ქიბარ ხალვაშსა და დავით დვალს გარანტად დაუდგება, რათა ისინი გვარამიასა და ტელევიზიის მენეჯმენტს არ შეეხონ, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

”ჩემი პირადი დამოკიდებულებაა, იქნებ ისე მოხდეს, რომ სასამართლო არ მოესწროს და ამის ალბათობა, დიდია, როგორ ვიცი. ჯერ სააპელაციო სასამართლო არ დასრულებულა, მერე კიდევ უზენაესი სასამართლოა. თუ მოესწრება, თქვენი შფოთვიდან ვხედავ, რომ იქ ცუდად მიდის საქმე, თორემ ისე მე არ ვიცი, როგორ გადაწყდება ეს სასამართლოში, ვიტყოდი 50/50-ზეა საით გადაწყდება და როგორ. ჯერ ერთი, იქნებ დროში არ მოესწროს, ჩემი პოზიციაც ესაა და სურვილიც. მეორე - თუ მოესწრება, იქნებ თქვენი შფოთვა ცრუა და არ გადაწყდეს ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ და ტყუილად აგინოთ მოსამართლეებს. ვისარგებლებ დღევანდელი ეთერით, მე პირადად გარანტად დავუდგებოდი ხალვაში იქნებოდა, თუ დვალი, თუ ორივე ერთად და ვთხოვდი, ფინანსურად თუ რაიმე ზარალს ნახავენ, პირადად ავუნაზღაურებდი. თუ მოხდა, რომ სასამართლო უფრო ადრე და მათ სასარგებლოდ დასრულდა, არ შეეხონ გვარამიას და მენეჯმენტს და საფასურად ჩემგან მოითხოვონ, რაც უნდათ. ოღონდ ეს სალაპარაკოდ არ დაგიტოვონ თქვენ”, - განაცხადა ივანიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
თებერვალი 2020
თებერვალი 2020
თებერვალი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728291
ვალუტა ამინდი
USD2.8299
EUR3.0571
GBP3.6537
RUB4.398
თბილისი 4°-15°
ქუთაისი 6°-17°
ბათუმი 6°-15°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia