www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:44 08.06.2016
ირმა ინაშვილი 5 პარტიასთან ერთიანდება
”საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ხუთ პარტიასთან ერთად საარჩევნო ბლოკს ქმნის. როგორც ”ინტეპრესნიუსს” ”პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა განუცხადა, საარჩევნო ბლოკში შემდეგი პარტიები არიან გაერთიანებული: ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, კახა კუკავას პარტია ”თავისუფალი საქართველო", კონსტანტინე გამსახურდიას პარტია ”თავისუფლება”, აკაკი ასათიანის ”ტრადიციონალისტთა კავშირი”, გოჩა ჯოჯუას "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" და გია ბერძენაძის ”ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”.

საარჩევნო ბლოკის სახელწოდება ”დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი -გაერთიანებული ოპოზიცია” იქნება.

”ჩვენ იმიტომ შევქმენით ეს საარჩევნო ბლოკი, რომ ქვეყანაში არის უთანასწორო და უსამართლო საარჩევნო გარემო. ”ქართულმა ოცნებამ” არ შეცვალა ის კანონმდებლობა, რაც სააკაშვილის რეჟიმმა შექმნა. ასეთ უთანასწორო პირობებში ჩვენ, ჩვენი მოთხოვნები ჩამოვაყალიბეთ და მივმართეთ ხელისუფლებას. ერთ-ერთი მათგანი ითვლისწინებდა იმ გამგებლებისა და პოლიციის უფროსების სისხლის სამართლებრივ დასჯას, რომლებიც დგანან საარჩევნო უბნების წინ და ამომრჩევლებს პირდაპირ თუ ირიბად აშინებენ. ამის ნაცვლად, ხელისუფლება იწყებს იმ კანონის მიღებას, რომლის თანახმადაც, თუ ჩვენ ასეთ გამგებელს საარჩევნო უბნის წინ გადავეყრებით და მასთან ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოგვივა, უკვე ჩვენ დაგვაპატიმრებენ. ეს ყველაფერი არის შეუთავსებელი”, - განაცხადა ინაშვილმა.

ინაშვილის თქმით, ხელისუფლებამ მათ ცესკო-ში წევრის მიღებაზე უარი უთხრა, ასევე წაართვა უფასო საეთერო დრო. 

ჩვენ ასევე გვართმევენ უფასო საეთერო დროს. იყო ყოველ საათში დაახლოებით, ერთი წუთი და ახლა იქნება 24-27 წამი. ამ დროში რა უნდა თქვას პოლიტიკურმა პარტიამ? ჩვენთვის წართმეულ უფასო სარეკლამო დროს ”რესპუბლიკურ პარტიასა” და სხვა პარტიებზე ანაწილებენ. რით დაიმსახურა ”რესპუბლიკურმა პარტიამ” ის, რომ ჩვენ წაგვართვან საეთერო დრო და მათ მისცენ”, - განაცხადა ინაშვილმა.

მისივე თქმით, ახლად შექმნილი ბლოკი სხვა პარტიებთან კონსულტაციისთვის მზად არის, გარდა ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”რესპუბლიკური პარტიისა”.

”იმდენად უთანასწოროა ეს საარჩევნო გარემო, რომ ჩვენ ძალები უნდა გავაერთიანოთ და ამ მოწოდებით გამოვიდა ”პატრიოტთა ალიანსი” და ამის საფუძველზე შეიქმა დღეს 6 პარტიისგან შემდგარი ბლოკი. თუმცა ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი კარი ღიაა და სხვა პარტიებთანაც გავმართავთ კონსულტაციებს, ოღონდ ხაზგასმით ვამბობ, რომ ”ნაციონალურ მოძრაობასთან” არანაირი საუბარი არ შედგება, ასევე ჩვენ ”რესპუბლიკურ პარტიასთან” საუბარი არ გვექნება ბლოკთან დაკავშირებით”, - განაცხადა ინაშვილმა. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2019
ივლისი 2019
ივლისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.8845
EUR3.241
GBP3.6177
RUB4.5787
თბილისი 20°-34°
ქუთაისი 21°-28°
ბათუმი 21°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia