www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:39 09.06.2016
საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ ყველას ერთად უმძიმესი გამოცდის ჩაბარება მოგვიწევს
საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის ლაკმუსის ქაღალი იქნება და ჩვენ ყველას ერთად ამ უმძიმესი გამოცდის ჩაბარება მოგვიწევს, - ამის შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

როგორც გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, მისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ”თავისუფალი დემოკრატების” საარჩევნო შტაბს სათავეში ჩაუდგეს. 

”იქნება საკმაოდ დაძაბული ბრძოლა. მე იმედი მაქვს, რომ ეს ბრძოლა წესების გარეშე არ წარიმართება. არ იქნება ისეთი ფაქტები, როგორიც ჩვენ რამდენიმე კვირის წინ ადგილობრივ არჩევნებზე ვიხილეთ. სამოქალაქო მშვიდობის ჩამოყალიბებაში მთავარი პასუხისმგებლობა მიუძღვის საქართველოს ხელისუფლებას და ჩვენ ყველას გვჭირდება გაწონასწორებული, წინასაარჩევნო პერიოდი. დაპირებები უხვადაა გაცემული და ჩვენ იმედი ვიქნიოთ, რომ ეს დაპირებები შესრულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში ჩადგება ქვეყანა. ბევრი გამოწვევაა როგორიც ქვეყის შიგნით, ისე გარეთ. ეს არჩევნები საქართველოსთვის ლაკმუსის ქაღალდი იქნება. ჩვენ ყველას ერთად ამ უმძიმესი გამოცდის ჩაბარება მოგვიწევს. ჩვენ გვინდა თანამშრომლობის ხელი გავუწოდოთ ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც ამავე დროს ჩვენი კონკურენტია, რომ ერთად გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მშვიდ და სტაბილურ გარემოში ჩატარდეს უახლოესი საპარლამენტო არჩევნები”, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, პარტიის საარჩევნო შტაბი ფორმირების პროცესშია, ის რამდენიმე დღეში სრულად დაკომპლექტდება და ყველა სამსახური შესაბამისი ფუნქციებით აღიჭურვება.

გარდა ამისა, როგორც ცაგარეიშვილმა განაცხადა, დღესვე პარტია ცესკო-ში საარჩვენო სუბიექტად დარეგისტრირდება.

”ამით ვფიქრობთ, რომ ყველანაირ ინსინუაციას საბოლოოდ წერტილი დაესმევა, რომელიც ეხებოდა ჩვენს რაიმე სახის კავშირს წინაასაარჩევნოდ რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტთან. ჩვენ ვაპირებთ, მარტო გავიდეთ არჩევნებში, მივაღწიოთ დიდ წარმატებას და ვიბრძოლოთ, საქართველოს თავისუფალი, ევროპული მომავლისთვის”, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, დღესვე, ”თავისუფალი დემოკრატები”, საქართველოს მასშტაბით, ყველა ოლქში პარტიის წევრს წარადგენს. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9759
EUR3.286
GBP3.7223
RUB4.6659
თბილისი 9°-22°
ქუთაისი 9°-22°
ბათუმი 14°-19°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia