www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
23:31 09.06.2016
ბატონმა ბიძინამ თავად მოისურვა სალომეს გადაცემაში მისვლა და მწვავე შეკითხვები მისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო - ირმა სოხაძე

ჟურნალისტი და ირმა სოხაძის შვილი სალომე ასათიანი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. სოხაძის თქმით, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ეს ინტერვიუ მათ ოჯახს სკანდალში გახვევდა“, - ამის შესახებ მომღერალმა ჟურნალ „სარკესთან“ საუბარში განაცხადა და აღნიშნა, რომ საზოგადოების რეაქციით გაოგნებულია.

 

"კონკრეტულად ვინ დაურეკა, არ ვიცი, მაგრამ ინიციატივა ბატონი ბიძინასგან წამოვიდა. მას დიდ პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს. ამ ადამიანს სალომეც დიდ პატივს სცემს, მაგრამ მისი ჟურნალისტური ფუნქცია სულ სხვაა. სამწუხაროდ, იმ დღეს გარკვეული კომუნიკაციური გაუგებრობა შეიქმნა..მინდა გითხრათ, რომ ბატონმა ბიძინამ თავად მოისურვა სალომეს საავტორო გადაცემაში მისვლა. აქედან გამომდინარე, შეკითხვების სიმწვავე მისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რადგან გადაცემა მწვავე ფორმატის არის... გული მწყდება, რომ ბატონმა ბიძინამ არ გამოიყენა საშუალება, ბევრი მწვავე საკითხისთვის მეტი სინათლე მოეფინა.

 

ჩემთვის სრული შოკი იყო და ძალიან მოულოდნელიც, როდესაც პირველივე კითხვაზე შევატყვე , რომ დასმული კითხვა არ მიიღო, ეწყინა და არ ვიცი, რატომ. ყველაფერის მიუხედავად, სალომეს სახიდან ღიმილი არ მოშორებია და რაზე გაბრაზდა ბატონი ბიძინა, არ ვიცი“, - განაცხადა სოხაძემ.

 

მისივე თქმით, ვერსია, რომ განათლების მინისტრი, თამარ სანიკიძე იმის გამო მოხსნეს, რომ სალომე ასათიანის და განათლების სამინისტროში მუშაობს, ალოგიკურია.

 

„ეს აზრი „რუსთავი 2“-იდან წამოვიდა, რაც გააკეთეს, ამას არაპროფესიონალიზმი ჰქვია, თამარ სანიკიძის გათავისუფლებაზე საკმაოდ დიდი ხანია საუბრობდნენ, რაც, როგორც ვიცი, თავადაც იცოდა. რატომღაც ისე დაემთხვა, რომ მაინცდამაინც ახლა გაათავისუფლეს. მაგრამ ეს ყველაფერი ერთმანეთს დავუკავშირო, ალოგიკურია. ნატას დამ ბიძინასთან ინტერვიუ რომ ჩაწერა, ამის გამო მინისტრი მოხსნეს და ამით სალომე დატუქსეს? რა შუაშია. ნატას სასაცილოდ არ ეყო. თამარს ეს რომ უთხრეს, ისიც გადაირია, რომელ ავადმყოფ ტვინში შეიძლებოდა დაბადებულიყო, რომ სალომეს ინტერვიუს გამო განათლების მინისტრი გაათავისუფლეს, არ ვიცი“,- განაცხადა მომღერალმა.

 

მისივე თქმით, ის ადამიანები, რომლებიც სალომე ასათიანის ფიზიკურ ნაკლსა და გარეგნობაზე ამახვილებენ ყურადღებას, უსინდისოები არიან.

 

„ეს არის უსინდისო, უსაქმური და უინტელექტო ხალხი. ამ სიტყვების ხმარებისთვის სიტყვა „მაპატიესაც“ არ გეუბნებით. მათ მხოლოდ დეგენერატები და გონებრივად ჩამორჩენილები შემიძლია ვუწოდო, სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ. ამას იმიტომ არ ვამბობ,რომ დედა ვარ. სალომემ "ფეისბუქზე" სტატუსიც დაწერა, რომ რამდენიმე წლის წინ მას ბადურა ჩამოეშალა. სალომე არის ფანტასტიკური გოგო, არ ვიცი, რა ტვინში უნდა დაიბადოს აზრი, ადამიანს უთხრა, ელამი ხარ და ჩადრი ჩამოიფარეო. სალომე ეთერში სილამაზის სტანდარტების დასამკვიდრებლად არ ზის, ის უმაღლესი რანგის ჟურნალისტია და იმდენად კარგად აკეთებს თავის საქმეს, ბევრს რომ ვერც წარმოუდგენია“, - აღნიშნა სოხაძემ.

 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2020
აგვისტო 2020
აგვისტო 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
ვალუტა ამინდი
USD3.0747
EUR3.6272
GBP4.0294
RUB4.2244
თბილისი 18°-31°
ქუთაისი 19°-27°
ბათუმი 21°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia