www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:54 15.06.2016
იურისტი მერაბიშვილის საქმეზე - "ყველა, ვინც მე-18 მუხლი მოიგო, ადრე თუ გვიან გაათავისუფლეს"
როგორც იურისტმა ბესარიონ ბოხაშვილმა გადაცემა არჩევანში განაცხადა, ყველა, ვის საქმეზეც ევროსასამართლომ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევაზე გამოიტანა გადაწყვეტილენა და საქმე მოიგო, ადრე თუ გვიან პატიმრობიდან იქნა გათავისუფლებული:

"მას შემდეგ, რაც ევროპული სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება გახდება საბოლოო, იგი აღსასრულებლად გადაეცემა ევროპის საბჭოს უმთავრეს ორგანოს, როგორიც არის მინისტრთა კომიტეტი. შემდგომში, გადაწყვეტილების ხასიათიდან გამომდინარე, მინისტრთა კომიტეტი აძლევს სახელმწიფოს ე.წ. ინდივიდუალური ან ზოგადი ღონისძიებების შესრულების ვალდებულებას. ინდივიდუალური ღონისძიება შეიძლება იყოს სამართალწარმოების ხელახლა გამართვა, შეიძლება იყოს კონკრეტული მითითება და ა.შ. ზოგადი ღონისძიება გულისხმობს გარკვეული სისტემური პრობლემის მოგვარებას, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ხარვეზებით კანონში, ისევე, როგორც პრაქტიკით.

ამ გადაწყვეტილებას, თუკი საბოლოო გახდება იმ კონკრეტული ფორმით, რა ფორმითაც დღეს გვაქვს, იგი შემდგომში აღსასრულებლად გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს. ყველა იმ საქმეში, სადაც სასამართლომ დაადგინა მე-18 მუხლის დარღვევა, კონკრეტული განმცხადებლები, ვადას არ აქვს მნიშვნელობა, ადრე თუ გვიან, ისინი იქნენ გათავისუფლებულები კონკრეტული ხელისუფლების მიერ პატიმრობიდან. მაგ: ლუცენკო, ტიმოშენკო, ჯაფაროვი, მამედოვი. იმ ადამიანებმაც, რომლებმაც ვერ მოიგეს კონკრეტულად მე-18 მუხლი - ბატონი ხუდორკოვსკი - ისიც გათავისუფლებული იქნა გარკვეული ხნის შემდეგ. ასევე გვახსოვს ასანიძის საქმე, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და რამდენიმე საათში იქნა გათავისუფლებული. დაველოდოთ ხელისუფლების ადეკვატურ რეაქციებს აღნიშნულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით". განაცხადა ბესარიონ ბოხაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.9573
EUR3.2796
GBP3.8826
RUB4.6333
თბილისი -1°-7°
ქუთაისი 0°-12°
ბათუმი 3°-9°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia