www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:58 15.06.2016
გიორგი გელაძე, რომელსაც უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, გათავისუფლდა
"სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული გიორგი გელაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა". ინფორმაციას ამის შესახებ უჩა ნანუაშვილის უწყება ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია:

"2015 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გ.გ.–ს მიმართ კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპის დარღვევის გამო წინადადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.სახალხო დამცველი წინადადებაში მიუთითებდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას არ ითვალისწინებდა. შესაბამისად, კანონის უკუძალის პრინციპის აკრძალვის დარღვევით გიორგი გელაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

კერძოდ, ბაქოს საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 7 ივლისის განაჩენით 1997 წლის 28–29 იანვარს ჩადენილი ქმედების გამო (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში), საქართველოს მოქალაქე გიორგი გელაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ხოლო, 2010 წლის 23 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მისი სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოში გადმოყვანის თაობაზე. ამავე განჩინებაში თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაქოს საქალაქო სასამართლოს განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მუხლებთან შესაბამისობაში მოიყვანა და გიორგი გელაძეს სასჯელის სახით კვლავ უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 25 მარტის განაჩენით არ დააკმაყოფილა გიორგი გელაძეს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების საფუძველზე, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2016 წლის 6 ივნისის განაჩენით დააკმაყოფილა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი და განმარტა, რომ ვინაიდან გიორგი გელაძეს მიერ დანაშაულის ჩადენისას მოქმედი კანონმდებლობა სანქციის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას არ ითვალისწინებდა, მას უნდა შეეცვალოს უვადო თავისუფლების აღკვეთა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით“, რაც სრულ თანხვედრაშია სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან.

შესაბამისად, მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან." ნათქვამია სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.2778
GBP3.7328
RUB4.6307
თბილისი 9°-22°
ქუთაისი 13°-28°
ბათუმი 15°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia