www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:54 17.06.2016
რომ გადავრჩე თქვენი დახმარება მჭირდება!

გარიკ უზუნიანი ფონდი „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარია. იგი მძძიმე ავადმყოფობის გამო საწოლსაა მიჯაჭვული და საშინელი ტკივილებით იტანჯება.

გარიკა თბილისის მკვიდრია, მთელი ცხოვრება ავლაბარში გაატარა. ელექტრიკოსად მუშაობდა და ოჯახს უზრუნველყოფდა. მაგრამ ერთმა საღამომ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. სამსახურიდან გვიან ბრუნდებოდა, ხმა შემოესმა, ვიღაცა დახმარებას ითხოვდა... გარიკამ ნახა, რომ რამდენიმე ადამიანი, ახალგაზრდა მამაკაცს ურტყამდა. გასაშველებლად რომ მივიდა, მას თავში რაღაც მძიმე ჩაარტყეს.

ამ შემთხვევის შემდეგ გარიკას ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო. მისი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა. ექიმებმა ჰიპოფიზის ადენომის დიაგნოზი დაუსვეს. გარიკამ ავადმყოფობის პერიოდში წონაში მოიმატა და თავის საშინელი ტკივილები დაეწყო, ახლა კი საწოლიდან საერთოდ ვერ დგება. მუდმივად წოლის გამო მას ნაწოლები გაუჩნდა რომლებიც არაადამიანურ ტკივილს ანიჭებს. გარიკა ამის გამო ძალიან იტანჯება და ზოგჯერ ცრემლებს ვერ იკავებს.

მისი ტანჯვა იმითაც მძიმდება, რომ ის სრულიად მარტოა. წყლის მიმწოდებელიც არავინ ჰყავს და საბნის გასასწორებლადაც სხვისი დახმარება სჭირდება... რამოდენიმე ხნის წინ, იტალიურ ეზოში, სადაც ის ცხოვრობს, საშინელი ხანძარი მოხდა. ცეცხლმა ფანჯრებში შუშები ჩაამტვრია, ახლა მის ოთახში ისევე უბერავს ქარი, როგორც გარეთ და სახურავიდან წვიმა ჩამოდის... ხოლო გარიკა, რომელიც ადრე ყველას ეხმარებოდა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში, ვერაფერს აკეთებს, რომ თავისი უმძიმესი მდგომარეობა გამოასწოროს.

თუ თქვენ კეთილი ადამიანი ბრძანდებით და სხვისი გასაჭირის გაზიარებაშეგიძლიათ, ალბათ მიხვდებით, როგორ გამოუვალ მდგომარეობაში უწევს ცხოვრება გარიკ უზუნიანს. ჩვენი ფონდის თანამშრომლები მას ეხმარებიან პირადი ჰიგიენის მოწესრიგებასი, უმუშავებენ ნაწოლებს, მოაქვთ მისთვის პროდუქტები და მედიკამენტები.

დიახ, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, მაგრამ ამ უსუსურ ადამიანს თქვენი თანადგომაც სჭირდება. მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ მისი მძიმე ცხოვრება შევამსუბუქოთ.

თუ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ გარიკ უზუნიანს, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გარიკ უზუნიანი) ან პირდაპირ ფონდის ვებ-გვერდიდანhttps://fsp.ge/ge/donate/136/

გთხოვთ დაეხმაროთ ამ მარტოხელა ადამიანს, მას არავის იმედი არ აქვს!

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9781
EUR3.3
GBP3.8549
RUB4.6712
თბილისი -2°-5°
ქუთაისი 4°-14°
ბათუმი 7°-16°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia