www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
09:44 28.06.2016
თინა ხიდაშელის მტკიცებით, მისი გუშინდელი გადაწყვეტილება მთავრობისა და პრეზიდენტისთვის სიახლეს არ წარმოადგენდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მტკიცებით, გადაწყვეტილება, რომელიც მან გუშინ გამოაცხადა, მთავრობის წევრებისა და პრეზიდენტისთვის სიახლეს არ წარმოადგენდა. 

როგორც თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, მიღებულია მთავრობის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი, რომელსაც ხელს პრეზიდენტიც აწერს, სადაც წერია, რომ 2017 წლიდან თავდაცვის სამინისტრო გაწვევას აღარ განახორციელებს. 

“მე ამ საკითხზე ყველა ოფიციალურ ფორმატში ვსაუბრობდი, მათ შორის ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა იყო თავდაცვისა და უშიშროების საკომიტეტო მოსმენა. გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს გავახმოვანე, რამდენიმე კონკრეტული არგუმენტი უდევს საფუძვლად. 

საქართველოს სატრატეგიული დოკუმენტები აქვს მიღებული და ამ დოკუმენტში შავით თეთრზე წერია, რომ 2017 წლიდან საქართველოს თავდაცვის უწყებაში აღარ იქნება სავალდებულო გაწვევა. ეს არის დოკუმენტი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ და შესაბამისად მთავრობასთან არა თუ შეთანხმებულია, არამედ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არის დადასტურებული. არსებობს ანალოგიური შინაარსის ბრძანებულება, რომელსაც ხელს პრეზიდენტი აწერს. 

ჩვენ ეს ვალდებულება აღებული გვაქვს ნატოს წინაშე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვარშავის სამიტის წინ ერთგულება გამოვიჩინოთ ჩვენი გადაწყვეტილებების წინაშე.

დღეს ბატონმა სესიაშვილმა სრულიად სამართლიანად თქვა, რომ სამი დღის წინ დასრულდა საგაზაფხულო გაწვევა, თავდაცვის სამინისტრომ გაიწვია კონტინგენტი და ახლა არასწორია ამის მიღებაო. ერთადერთი არასწორი ამ წინადადებაში არის ის, რომ სწორედ ახლა იყო მომენტი. მე რომ ერთი თვის წინ მიმეღო ეს გადაწყვეტილება, იქნებოდა უსინდისო, არასწორი, უსამართლო ნაბიჯი ჩემი მხრიდან. ერთადერთი, რაც მე დღეს გავაკეთე არის ის, რომ შევასრულე დაპირება, რომელიც ჩვენ საქართველოს მოსახლეობას მივეცით”, - განაცხადა გუშინ თინა ხიდაშელმა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივნისი 2019
ივნისი 2019
ივნისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ვალუტა ამინდი
USD2.7945
EUR3.1838
GBP3.5613
RUB4.4436
თბილისი 19°-37°
ქუთაისი 22°-31°
ბათუმი 23°-28°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia