www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
02:14 29.06.2016
დავით ჯალაღანია - ათათურქის აეროპორტში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დაცულ ზონაში, ჯანმრთელად არიან
თურქეთის ათათურქის აეროპორტში მყოფი საქართველოს მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ და ამ დროისთვის დაცულ ზონაში იმყოფებიან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ განუცხადა.

„გარდა იმისა, რომ თურქეთში საქართველოს კონსულთან მუდმივ კონტაქტზე ვარ, ცოტა ხნის წინ ჩემი ნაცნობი შემეხმიანა და მითხრა, რომ დაცულ ზონაში, ჯანმრთლად და კარგად არიან. ბუნებრივია, აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. მათ გაიგეს აფეთქების ხმა, თუმცა შემთხვევა კონტროლის გავლის ზონიდან მოცილებულ ადგილზე მოხდა. ჩვენი მოქალაქეები, როგორც გითხარით, კარგად არიან, უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია, ჯერჯერობით გასვლა-გამოსვლა შეზღუდულია“, - განაცხადა დავით ჯალაღანიამ, რომლის განმარტებითაც, საგანგებო რეჟიმში მუშაობს თურქეთში საქართველოს საკონსულო, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის კი ასევე 24-საათიან რეჟიმში ცხელი ხაზი ამოქმედდა.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეფასებით, ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ანტიტერორისტული კოალიცია ტერორიზმის საფუძვლების მოსპობას რაც შეიძლება სწრაფად უნდა ეცადოს. 

„რა თქმა უნდა, ეს არის საშინელი, ამაზრზენი და დასაგმობი ფაქტი. როგორც ჩანს, ეს იყო ტერაქტი. ვისი ჩადენილი, ამას დაადგენს გამოძიება. ეს არის მიმართული როგორც თურქეთის და უბრალო მოსახლეობის, ისე საზოგადოდ მთელი ცივილური სამყაროს წინააღმდეგ. მომხდარი ხაზს უსვამს იმის აუცილებლობას, რომ 21-ე საუკუნის შავი ჭირის წინააღმდეგ საერთაშორისო ძალისხმევა არის აუცილებელი. ამიტომ მაქსიმლაურად სწრაფად უნდა ეცადოს ანტიტერორისტული კოალიცია, რომ მოახდინოს ამ ავადმყოფობის საფუძვლების მოსპობა და განადგურება“, - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9568
EUR3.2566
GBP3.801
RUB4.5941
თბილისი 4°-13°
ქუთაისი 11°-23°
ბათუმი 12°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia