www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:47 01.07.2016
”მაესტროს” 27 გათავისუფლებული თანამშრომელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს დღეს შეიტანს
“ბიზნესკონტაქტისა” და “საქმიანის დილის” გუნდი ტელეკომპანია ”მაესტროს” წინააღმდეგ დავას სასამართლოში გააგრძელებს. 

”ბიზნესკონტაქტისა” და ”საქმიანი დილის” გუნდის წევრების განცხადებით, ისინი პერმანენტულად ცდილობდნენ გასული ერთი თვის განმავლობაში არხის მენეჯმენტთან სასამართლოსთვის გვერდის ავლით, სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას, მათ შორის სახელფასო ანაზღაურების საკითხით, თუმცა როგორც თავად აცხადებენ, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ მათი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. 

პროფკავშირების იურისტი, რაისა ლიპარტელიანი, რომელიც ”ბიზნესკონტაქტისა” და ”საქმიანი დილის” თანამშრომლების უფლებებს დაიცავს, აცხადებს, რომ შპს ”მაესტრომ” რამდეჯერმე დაარღვია ზეპირსიტყვიერი შეთანხმება, რის გამოც, ერთადერთ გამოსავლად სამართლებრივი დავა რჩება.

”სამართლებრივად არასწორი და უკანონო იყო შპს ”მაესტროს” 2 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის მიზეზიც თანამშრომელთა გაფიცვა გახდა. ეს იყო მათი უფლება და ”მაესტროს” ეს უნდა გაეთვალისწინებინა. ამავდროულად, თანამშრომლებმა დააფიქსირეს, რომ მზად იყვნენ გაეგრძელებინათ შრომითი უფლებამოსილება 30 დღის ვადით და შეესრულებინათ ნაკისრი ვალდებულებები. ჩვენი მხრიდან არაერთგზის იყო მოლაპარაკება მაისის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, ზეპირსიტყვიერად შევთანხმდით მხარეები, რომ ანაზღაურების თარიღად განისაზღვრებოდა 14 ივნისი. ასევე შპს ”მაესტროს” უნდა მოეხდინა ამ 14 დღის ანაზღაურებაც, თუმცა სამწუხაროდ, ”მაესტრომ” დაარღვია შეთანხმება და ერთადერთი გამოსავალი, სამართლებრივი დავაა. მოქმედი კანონმდებლობით, შპს ”მაესტროს” ყოველ გადაცილებულ დღეზე დაემატება გათავისუფლებულ თანამშრომელთა ხელფასის 0.07 %-ის გადახდა, სანამ არ მოხდება მათი მთლიანი გასტუმრევა”, - განაცხადა რაისა ლიპარტელიანმა. 

სასამართლოში სარჩელს გუნდი დღის მეორე ნახევარში შეიტანს.

საქმე ეხება ”ბიზნესკონტაქტისა” და ”საქმიანი დილის” 27 თანამშრომელს, რომელთაც ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა უფლებამოსილება შეუჩერა, შეჩერების ოფრიციალურ მიზეზად კი შრომის კოდექსის 36-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა ”ქვეპუნქტი დასახელდა, რაც თანამშრომლებიც გაფიცვას გულისხმობს.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9781
EUR3.3
GBP3.8549
RUB4.6712
თბილისი -2°-4°
ქუთაისი 5°-13°
ბათუმი 8°-16°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia