www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:44 01.07.2016
ოთარ კახიძე - თეა წულუკიანი ცდილობს ჩატაევის გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობა არჩილ კბილაშვილს გადააბრალოს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, თეა წულუკიანი ცდილობს, რომ ახმეტ ჩატაევის გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობა აირიდოს. 

„იუსტიცის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინ გააკეთა განცხადება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა, როდესაც გაათავისუფლა ახმეტ ჩატაევი. 2013 წლის 30 მაისამდე მდგომარეობით საქართველოს პროკურატურას ხელმძღვანელობდა იუსტიციის მინისტრი, შესაბამისად მას ჰქონდა უფლებამოსილება, გაეუქმებინა ქვემდგომი პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც ის არ ეთანხმებოდა. აგრეთვე მას ჰქონდა უფლება, რომ შეეცვალა ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა კახიძემ.

მისი თქმით, ჩატაევის გათავისუფლება მოხდა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ვითომდა მტკიცებულებების არარსებობის გამო.

ოთარ კახიძის ინფორმაციით, ჩატაევის გათავისუფლების შემდეგ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.

ოთარ კახიძემ აღნიშნა, რომ ამ საქმეზე პასუხისმგებლობა თეა წულუკიანს ეკისრება. თეა წულუკიანი კი ცდილობს, რომ პასუხისმგებლობა გადავიდეს იმჟამინდელ მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილზე.

„აღნიშნულზე პირდაპირი და უშუალო პასუხისმგებლობა საქართველოს პროკურატურის მაშინდელ პირველ პირს, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ეკისრება. მისი მცდელობა, რომ აირიდოს თავიდან ეს პასუხისმგებლობა და გადააბრალოს ყველაფერი მაშინდელ მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ჩატაევის გათავისუფლებაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო, თუმცა მინისტრს შეეძლო ეს გადაწყვეტილება შეეცვალა.

„თუ წინააღმდეგი იყო ქვემდგომი პროკურორის გადაწყვეტილების, საქართველოს პროკურატურის შესახებ კანონის მე-2, მე-4 და მე-13 მუხლები მას აძლევდა საშუალებას, ეს გადაწყვეტილება შეეცვალა და მიეღო გადაწყვეტილება, რომელსაც იგი ეთანხმებოდა“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

„როიტერსის“ ინფორმაციით, ახმეტ ჩატაევი მონაწილეობდა თურქეთში მომხდარ ტერაქტში.

ახმეტ ჩატაევი ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს საქართველოში დააკავეს . 2012 წელს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 5-ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2019
მაისი 2019
მაისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.7802
EUR3.1102
GBP3.5275
RUB4.3044
თბილისი 12°-27°
ქუთაისი 13°-23°
ბათუმი 16°-20°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia