www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:28 01.07.2016
გოდერძის კურორტი ოფიციალურად 2 ივნლისს გაიხსნება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“  ზაფხულის სეზონს კურორტ გოდერძიზე, ოფიციალურად 2 ივლისს გახსნის. კურორტის პოპულარიზაციისა და განითარებების ხელშეწყობის მიზნით, აუცილებელია ზამთრის  კურორტები გახდეს ოთხსეზონიანი. 

ღონისძიებას დაესწრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეონომიკის მინისტრი დავით ბალაძე და „ალიანს ჯგუგის“ მართველი პარტნიორი გიორგი ბიწაძე. 

2016 წლის 2 აპრილს,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პატრონაჟით  გაიმართა „გოდერძის“ საინვესტიციო ფორუმი. ფორუმზე განხილული იყო „გოდერძის“ საინვესტიციო შესაძლებლობები. სადაც გამოვლინდა პირველი დაინტერესებული ინვესტორი „ალიანს რეზორტი“.

კურორტიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროეტების განხორციელება. სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძზე’’ საძირკველი ჩაეყარება დასასვენებელი კომპლექსის „ალიანს რეზორტის“ მშენებლობას, რომელიც 24 თვეში დასრულდება. 

100 ნომრიანი „ალიანს რეზორტი“ 3 120 კვ.მ ტერიტორიაზე აშენდება და ერთდროულად 250-მდე დამსვენებლის  მიღებას შეძლებს.  პროეტში დასაქმდება 100 ადამიანი, რომელიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი მოსახლეობით. კომპლექსში იგეგმება თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება: საცურაო აუზი, ტენისის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი,  ბარი, რესტორანი, გამაჯანსაღებელი კომპლექსი,  კაზინო, საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი და სხვა.

„ალიანს რეზორტი“ საერთაშორისო ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისად იქნება აშენებული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ორგანიზებით 2 ივლისს,  გოდერძის ტერიტორიაზე მოეწყობს საბანაკე ტერიტორიას, სადაც ტურისტები შეძლებენ  დაბანაკებას, როგორც საკუთარი ასევე ადგილზე ნაქირავები კარვებით.  ბანაკიდან შესაძლებელია გასვლა  სხვადასხვა საფეხმავლო მარშრუტებზე, როგორიც არის: ხიხანის ციხე, მწვანე ტბა, გაქვავებული ტყე , ბეშუმი და სხვა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის  ახორციელებსა ადგილობრივი გიდების გადამზადებას, რომლებიც მოემსახურებიან  ტურისტებს  აღნიშნულ მარშრუტებზე. სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ 2015 წლის  5 დეკემბერს  გაიხსნა. კურორტზე არის გონდოლას და ბაბლის ტიპის საბაგირო. სატხილამურო  ტრასის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან კი  2366 მეტრი. კურორტზე ამ ეტაპზე განთავსებულია 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ასევე ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობა. სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის განვითარება 2011 წლიდან დაიწყო. საბოლოო გეგმის მიხედვით კურორტმა 7 ათასი დამსვენებლის ერთდროულად მიღება უნდა შეძლოს.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9682
EUR3.298
GBP3.8242
RUB4.638
თბილისი 11°-24°
ქუთაისი 13°-25°
ბათუმი 17°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia